x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
თეთრი ბლის მურაბა

image

ახლად მოკრეფილ საღ თეთრ ბალს ამოვაცალოთ კურკა. ჩავყაროთ წინასწარ ნადუღარ შაქრის სიროპში და ვადუღოთ 15-20წუთს. ცეცხლიდან გადმოვიღოთ და გავაცივოთ. რამდენიმე საათის შემდეგ ისევ ცეცხლზე შევდგათ და ვადუღოთ მანამ, სანამ სიროპი საკმაოდ არ გასქელდება, ხოლო თვით ბალი ყვითელ ქარვისფერს არ მიიღებს. შემდეგ გავაცივოთ სხვა ჭურჭელში და ჩავასხათ ქილებში, თავი კარგად მოვუკრათ და შევინახოთ გრილ ადგილას. ამ მურაბაში არომატისთვის უმატებენ ცოტაოდენ ვანილს.

პროპორცია ასეთია: ერთ კილოგრამ კურკაგამოცლილ თეთრ ბალზე 1 კგ შაქარი და 2 ჩ/ჭ წყალი.

0
4940
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი
სესილი
4940
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0