x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139050
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ვაშლის ორცხობილა: მინიმუმი დრო, მაქსიმუმი სიამოვნება
ვაშლით შეგიძლიათ მოამზადოთ არა მხოლოდ ღვეზელი ან ტრადიციული შარლოტა, არამედ საოცრად გემრიელი ორცხობილა. ასეთი დესერტი გამოირჩევა ნაზი გემოთი. სუფრიდან საოცარი სისწრაფით გაქრება.



image



რეცეპტის მთავარი უპირატესობაა სიმარტივე და სიმსუბუქე. მინიმუმ დროს და ძალისხმევას დახარჯავთ, რომ საკუთარი თავი და ახლობლები შინ გამომცხვარი დესერტით გაახაროთ.



რა დაგჭირდებათ მოსამზადებლად?

60 გრამი რბილი კარაქი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი ან სოდა, 150 გრამი ფქვილი, ვანილის შაქარი გემოვნებით, 50 გრამი შაქარი, 1 კვერცხი, 2 ვაშლი, მწიკვი მარილი



როგორ მოვამზადოთ?


1. რბილი კარაქი, შაქარი და ვანილი აურიეთ. კვერცხი და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.



2. ფქვილი გაცერით და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. შემდეგ თხევად ნარევს დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. კექსის ცომზე უფრო სქელი უნდა გამოვიდეს.



3. ვაშლი გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით, ცომს დაუმატეთ.



4. ხელები დაისველეთ და ცომის პატარა გუნდები გააკეთეთ. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით ან ქაღალდი დააფინეთ. მასზე ცომის პატარა გუნდები გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 15-20 წუთი აცხვეთ.



5. ზემოდან ორცხობილები შაქრის ფხვნილით გააფორმეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

Dolce vita: თაფლის ნამცხვარი შავქლიავით და ნიგვზით

დარიჩინის ფუნთუშა ჭიქაში - სწრაფი დესერტი

5 შოკოლადის დესერტი, რომელიც იმდენად კარგია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს

ახალმოდური დუბაის შოკოლადის ფილა ფსტით - მარტივი რეცეპტი

აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ


0
162
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
162