x
image
Yoona
Mediator image
Dolce vita: თაფლის ნამცხვარი შავქლიავით და ნიგვზით
დესერტი მზადდება მარტივად და სწრაფად. თაფლის ნამცხვარს საოცარი გემო აქვს.



image



რა დაგჭირდებათ?

200 გრამი შავქლიავი, 400 გრამი ფქვილი, 5 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 300 გრამი შაქარი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 500 გრამი არაჟანი, 150 გრამი ცხიმიანი ნაღები, 1 ჭიქა ნიგოზი



როგორ მოვამზადოთ?

1. ფქვილი გაცერით და სოდა აურიეთ.




2. კვერცხი 4 წუთი მიქსერით ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე. 200 გრამი შაქარი დაუმატეთ და ისევ ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (დაახლოებით 3-4 წუთი). თაფლი ჩაასხით და საშუალო სიჩქარეზე კიდევ ერთი წუთი ათქვიფეთ.

image



3. ფქვილის და სოდის ნარევი ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ, მინიმალურ სიჩქარეზე ათქვეფა გააგრძელეთ.



4. ღუმელი 160 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ცომის ნახევარი ჩაასხით. 35-40 წუთი აცხვეთ. ასე გამოაცხვეთ ბისკვიტის მეორე ფენაც.



5. შავქლიავი გარეცხეთ და მდუღარე წყალი დაასხით. 10-15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ დაჭერით. ნაღები კარგად ათქვიფეთ. შაქარი და არაჟანი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

image



6. ბისკვიტის ფენები ორ ნაწილად გაყავით ისე, რომ 4 თანაბარი სისქის ფენა მიიღოთ.



7. ბისკვიტის ფენას კრემი წაუსვით, დაუმატეთ ცოტა შავქლიავი, მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და ბისკვიტის მეორე ფენა დააფარეთ. ასე გაიმეორეთ დანარჩენ ფენებზე. ბოლო ფენა მთელი ნიგვზით და შავქლიავით გააფორმეთ.

image



8. დესერტი 3-4 საათი გრილ ადგილას გააჩერეთ, რომ კრემით კარგად გაიჟღინთოს.

image



ასევე დაგაინტერესებთ:


0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
17