ნამცხვრები ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით 2020, 15 იანვარი, 11:11 ნოყიერი ნამცხვარი ნამდვილი მხსნელია, რადგან სწრაფად და მარტივად მზადდება, ხოლო მიღებული შედეგი გარანტირებულად გაგახარებთ.
ნამცხვრის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ცომისთვის: 300 გრ ფქვილი 150 გრ კარაქი 150 გრ შაქარი 10 გრ გამაფხვიერებელი მწიკვი მარილი შიგთავსისთვის: 400 გრ ხაჭო 300 გრ ტკბილ-მჟავე ვაშლი 3 კვერცხი 30 გრ მანანის ბურღული 100 გრ შაქარი 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი მომზადების მეთოდი: პირველ რიგში, შიგთავსი მოამზადეთ. ამისთვის ღრმა თასში კვერცხი, შაქარი, ხაჭო და დარიჩინი მოათავსეთ და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. შემდეგ მანანის ბურღული დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 15-25 წუთით გააჩერეთ, რომ მანანის ბურღული გასივდეს. ახლა ცომის მომზადებას შეუდექით. ამისთვის ცალკე თასში ფქვილი, მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. ამის შემდეგ მშრალ ინგრედიენტებს მსხვილ სახეხზე გახეხილი ცივი კარაქი დაუმატეთ. სწრაფად აურიეთ. კარაქმა გადნობა ვერ უნდა მოასწროს. შემდეგ სამ ნაწილად გაყავით. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით. დაახლოებით 22-24 სმ დიამეტრის ფორმა გამოიყენეთ. ქაღალდი დააფინეთ. შიგთავსს მსხვილ სახეხზე გახეხილი ვაშლი დაუმატეთ. ფორმის ძირზე ნამცეცების ნაწილი მოათავსეთ, ხელით ოდნავ დატუმბეთ. ზემოდან შიგთავსის ნახევარი მოათავსეთ, შემდეგ კვლავ ნამცეცების ნაწილი - შიგთავსი - ნამცეცები. 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთი აცხვეთ. მზა ნამცხვარი პირდაპირ ფორმაში გააგრილეთ. ნამცხვარი იდეალური რომ გამოვიდეს, კარგად გააგრილეთ. ასევე დაგაინტერესებთ: ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“ აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით ყველა დღესასწაულზე ვამზადებ დესერტს, რომელსაც „ჩიტის რძის“ დიდ კანფეტს ვუწოდებ 381 1-ს მოსწონს |