x
image
Yoona
Mediator image
კუნძული ლანსაროტე და მისი უცხოპლანეტური პეიზაჟები
image



რამდენ საოცარ ადგილს მალავს ჩვენი პლანეტა! ერთ-ერთი ასეთი ადგილია კუნძული ლანსაროტე, რომელიც კანარის კუნძულების ნაწილია. ფოტოგრაფ ელეონორა კოსტის (Eleonora Costi) უყვარს მოგზაურობა და ლავების, კრატერების და ვულკანების თვალწარმტაცი კუნძულის მონახულების შანსი ხელიდან არ გაუშვა. დრონით გადაღებული ეს განსაცვიფრებელი პეიზაჟები სუნთქვისშემკვრელია!



image



ეს მართლაც უცხოპლანეტური სილამაზის ადგილია. კუნძული ესპანეთის საკუთრებაში არსებული კანარის კუნძულების ნაწილია დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე. ცნობილია თავისი კლდოვანი რელიეფით, თეთრი ქვიშის სანაპიროებით და ვულკანური პეიზაჟებით.




image



აქ იყენებენ ყურძნის მოყვანის უნიკალურ მეთოდს დაახლოებით 5 მ დიამეტრის და 1 მ სიღრმის ღარებში. მინერალებით მდიდარი ნიადაგის და ბუნებრივი სარწყავი სისტემის წყალობით აქ გაზრდილ ყურძენს უნიკალური გემო აქვს. სხვათა შორის, მისგან მზადდება უგემრიელესი ღვინო ლანსაროტე.



image



„წითელი დიუნები, ლანდშაფტის უცნაური რელიეფები, კლდოვანი სანაპიროები უსასრულო ზღვის ხედის ფონზე - ეს ყველაფერი ამ ადგილს არამიწიერ შესახედაობას აძლევს“ - წერს ფოტოგრაფი.



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

17 საინტერესო ფოტო პორტუგალიიდან, რომლებიც ამ უნიკალურ ქვეყანას უჩვეულო მხრიდან გვაჩვენებს

20 ფოტო შვედეთიდან, რომელიც აჩვენებს, რამდენად საინტერესო და განსაკუთრებული ქვეყანაა

ლაჟვარდოვანი ჯოდპური – ზღაპრული ქალაქი ინდოეთში

მე-19 საუკუნის იაპონიის წარმოუდგენელი ფერადი ფოტოები

თვალწარმტაცი საქართველო არგენტინელი ფოტოგრაფის ობიექტივში


0
101
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
101