იარაღი და ტექნიკა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა 22 ნოემბერი, 11:53 21 ნოემბრის დილით რუსეთმა დნეპერს აქამდე უცნობი რაკეტით დაარტყა. ავიაციის ექსპერტი კონსტანტინე კრივოლაპი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტა РС-26 «Рубеж», მხოლოდ ბირთვული ქობინის გარეშე.
„ის, რომ რაკეტა ჩვენთვის უცნობია, ფაქტია. ეს ერთი. გარდა ამისა, ამ რაკეტის, РС-26 «Рубеж»-ის მახასიათებლები მიუთითებს იმაზე, რომ ეს რაკეტები დაფრინავენ ბალისტიკური ტრაექტორიით. ყველა საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ორი ან საფეხურიანია -როგორც 80-90-იანი წლების ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდი. ასეთი რაკეტები ძალიან მაღლა ადის, შემდეგ კი, მიზანთან მიახლოებისას, შედის ატმოსფეროს ქვედა ფენებში და ამ მანძილიდან კრეფს სისწრაფეს. რუსეთს გათვლილი აქვს, რომ მათი საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებენ ევროპასაც და ამერიკასაც დაარტყან."-აღნიშნა უკრაინელმა ანალიტიკოსმა. ამ რაკეტის სიშორე 2000-იდან 6 000 კილომეტრამდეა, სასტარტო წონა 50/60 ტონა. ჯერჯერობით რუსეთს არც დაუდასტურებია და არც უარყვია РС-26 «Рубеж»-ის რაკეტის გაშვება. 140 2-ს მოსწონს
|