x
image
Yoona
Mediator image
რატომ უნდა მიირთვათ გოგრა: 5 სარგებელი ჯანმრთელობისთვის
გოგრა უნივერსალური ბოსტნეულია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს. გოგრა შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კერძში, წვნიანში, ცომეულში, კონსერვში. გოგრა დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, ასევე აქვს რიგი სხვა სასარგებლო თვისება.



1. მხარს უჭერს ნაწლავის ჯანმრთელობას

image



უჯრედისი ძირითადი საკვები ნივთიერებაა, რომელიც ნაწლავის ჯანმრთელობას მხარს უჭერს. ერთი ფინჯანი დაკონსერვებული გოგრის პიურე შეიცავს 7 გრამ უჯრედისს, რაც დღიური ნორმის თითქმის 30 %-ია.



გარდა ამისა, გოგრის კანი შეიცავს სპირტში უხსნად პოლისაქარიდებს, რომლებიც ამცირებენ ნაღვლის მჟავას დონეს და ხელს უწყობენ ნაწლავების მიკრობიოტის ზრდას.



2. მხარს უჭერს იმუნიტეტს




გოგრა იმუნიტეტის მხარდამჭერი ბევრი საკვები ნივთიერების მთავარი წყაროა, მათ შორისაა C ვიტამინი, თუთია და სელენი. სწორი დატენიანებაც გავლენას ახდენს იმუნიტეტზე, ხოლო გოგრა 90% წყლისგან შედგება.



ვინაიდან იმუნური სისტემის 70% მდებარეობს ნაწლავებში, ნაწლავების ჯანმრთელობის მხარდაჭერა უჯრედისით მდიდარი პროდუქტის ხარჯზე, როგორიცაა გოგრა, იმუნურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს.



3. ხელს უწყობს წონის კონტროლს

image



კვლევებმა აჩვენა, რომ ისეთი ხილ-ბოსტნეულის ხშირი მირთმევა, რომელიც სახამებელს არ შეიცავს, წონის კლებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, გოგრა შეიცავს ძალიან ცოტა კალორიას, დაახლოებით 30 კალორიას ფინჯანზე. გოგრაში შემავალი უჯრედისი დაგეხმარებათ წონის მართვაში, რადგან დანაყრების შეგრძნებას ხელს უწყობს.



4. თვალის ჯანმრთელობას მხარს უჭერს



გოგრა მდიდარია თვალის ჯანმრთელობისთვის მხარდამჭერი A ვიტამინით და კაროტინოიდებით, ლუტეინით და ზეაქსანტინით. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კაროტინოიდების მიღება ამცირებს მაკულარული დეგენერაციის განვითარების რისკს.



5. ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას



გოგრა ბევრი საკვები ნივთიერების ბუნებრივი წყაროა, მათ შორისაა კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი, რომლებიც გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს.



რისკები, რაც გოგრის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:

image



გოგრა ზოგადად უსაფრთხო და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ აქვს რამდენიმე გვერდითი ეფექტი და რისკი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.



გოგრა შეიცავს ბევრ უჯრედისს, რომელთა ჭარბი მოხმარება შებერილობის და კუჭის სპაზმების მიზეზი შეიძლება გახდეს.



ხანდახან გოგრამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. გოგრას სჭირდება კარგად გაწმენდა და გარეცხვა, რადგან არასათანადო გაწმენდის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა მავნე მიკრობების და ვირუსების გამო.



ასევე დაგაინტერესებთ:

ხილის კომბინაცია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ვნებს ან კურნავს

ლობიო თუ ოსპი, რომელი უფრო სასარგებლოა?

ბადრიჯნის ყიდვის დროა: რა სარგებელი აქვს და რა მოვამზადოთ მისგან

ოსპს და ყვავილოვან კომბოსტოს აღარ ვხარშავთ: 5 პროდუქტი, რომელთა უმად ჭამა სასარგებლოა

ქოლესტერინის მოთვინიერება: 40 საუკეთესო პროდუქტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად


0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
130