x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„შეგიძლიათ თავისუფლება სიცოცხლის ფასად წამართვათ, მაგრამ სახელს და ღირსებას ვერასდროს წამართმევთ“ - მიხეილ რამიშვილი
image

.

ადვოკატი, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მიხეილ რამიშვილი სოცქსელში წერს:

ყურადღება! ყურადღებით წაიკითხეთ!ამ ეტაპზე ვიქნები ძალიან კორექტული და მივცემ რჩევას. შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის გამომძიებელს ქალბატონ თ.ზ-ს და მის ზედამხედველ პროკურორს ქალბატონ მ.ც-ს:1) ნუ ეცდებით მოწმეებს მიაცემინოთ ჩვენებები, რომელიც არის სიცრუე და გინდათ, რომ გამოიყენოთ ჩემს წინააღმდეგ.2) ნუ გააკეთებთ მოწმის ჩვენების ინტერპრეტაციას უკანონო მიზნის მისაღწევად.3) ნუ გამოიყენებთ მტკიცებულებად, იმ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელმაც არამარტო მოკლული თამარ ბაჩალიაშვილის ყველა სახის მტკიცებულებები გააყალბა, არამედ დღესაც აგრძელებს გაყალბებას.4) ჩემს წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე ყველა ნახავს ჩემს მტკიცებულებებს, რომელიც საქმეს ჩამოგინგრევთ. დაინტერესებულო ქალბატონებო და ბატონებო ნუ მოყვებით ნანგრევებში!თქვენ შეგიძლიათ თავისუფლება სიცოცხლის ფასად წამართვათ, მაგრამ სახელს და ღირსებას ვერასდროს წამართმევთ. სიმართლეს და სამართლიანობას ვერასდროს გაანადგურებთ.P.S. თუ ვინმეს პირისპირ რამის თქმა გინდათ, ყველამ იცით სად შეიძლება მნახოთ. კომენტარებში ლანძღვის მსურველებსაც იგივეს ვურჩევ და ვინც არ გააკეთოს იმის დედას შე@@ცი. ეს ეხება ბოტების და ტროლების მამებსაც. პატივისცემით: მიხეილ რამიშვილიძალა, სახელი და ღირსება!


.

* * *

„იცავენ მძიმე მარხვას, წირვებსაც არ გააცდნენ, მაგრამ შური, აგრესია, ბოროტება, ჭორაობა კარგად გამოსდით“ - პეტრე კოლხი

image

.

ეპატაჟური სასულიერო პირი მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

.

რელიგიური ფსიქოზი ყველაზე გახშირებული და აქტუალური მოცემულობაა, დრევანდელ საქართველოში…
.
იცავენ მძიმე მარხვას, ხშირად შიმშილობენ, ყოველ დილით შეიძლება ყველა ფსალმუნი წაიკითხონ, ასობით კილომეტრს გაივლიან და მონასტრებში ღამისთევის წირვებსაც არ გააცდნენ, მაგრამ შური, აგრესია, ბოროტება, ინტრიგა, ჭორაობა ისე კარგად გამოსდით, ხარისხს დაიცავენ.
.
ეს არის თანამედროვე, არასწორად აღზრდილი ე.წ. მრევლის დამახინჯებული სულიერი მდგომარეობა.
შენიშვნასაც არავინ აძლევთ, მერე აღარ მივლენ ტაძრის კარებთან ხელდამშვენებულები…
.
იმდენად ზედაპირული და მოჩვენებითი გახდა ქრისტიანული ცხოვრება, ვისაც მართლა გულით სწამს, ასეთ რიტუალებს ემიჯნება და რჩება თავისთვის…
სულიერ ცხოვრებას ყველაზე დიდი ინტელექტი და განათლება სჭირდება, რომ რელიგია მხოლოდ რიტუალის დონეზე არ დარჩეს და ადამიანის შინაგან განვითარებას ხელი შეუწყოს!..
* * *
.
ხშირად ადამიანები ღუზებივით აგეკიდებიან და ვითომ ზრუნავენ შენზე. სინამდვილეში გძირავენ და ფსკერისკენ გითრევენ…
ასეთ დროს, ჯაჭვი უნდა გაწყვიტო და განაგრძო ნელი ცურვა შენი ცხივრების მიმართულებით!..
.
0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0