საზოგადოება „საჯაროდ გემშვიდობებით უსამართლობის და სიბოროტის წახალისების გამო… მრცხვენია,“ – ნათია მაქაცარია 22 ნოემბერი, 22:24
.
მოდელი ნათია მაქაცარია, რომელიც უკვე მრავალი წელია ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ხშირად ეხმიანება.
.
ამჯერად, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნათია მაქაცარია მორიგ სტატუსს აქვეყნებს. „პოლიტიკის გამო მეგობარი არ უნდა დაკარგოო… მე თქვენ დღეს საჯაროდ გემშვიდობებით უსამართლობის, არაადამიანობის, პირში წყლის ჩაგუბების, სიბოროტის წახალისების, პირადი ინტერესებისთვის ადამიანის გაწირვის და საქართველოს ფეხებზე დაკიდების გამო! . გადაამოწმეთ თქვენი თავი ჩემს მეგობრებში, ასე, 24 საათის განმავლობაში და მიხვდებით, ვის გეხებათ. მე მრცხვენია, რომ ოდესმე თქვენი მეგობარი მერქვა“, – წერს ნათია მაქაცარია სოციალურ ქსელში. . ძალიან დიდი შოკია ადამიანისთვის, როდესაც რაღაცას წარმოადგენ, მაგრამ სადღაც გაფრინდები და იქ უკვე აღარავინ ხარ. თუმცა, მე მაინც დიდი პრივილეგიით წავედი ამერიკაში, ეს იყო ჩემი უდიდესი გამოცდილება მოდის სფეროში. რაც უნდა დიდი პაუზა ამეღო, ჩემი საქმე არასდროს დამავიწყდებოდა. თან, ჩემთვის მოდა ძალიან ძვირფასია და მისგან არასდროს წავსულვარ. ჩემი სამოსი ყოველთვის ჩემს ინდივიდუალიზმს გამოხატავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას ბევრი მოდური ადამიანი „გაუფუჭებია“, რადგან იქ, ძირითადად, სისადავესა და პრაქტიკულობაზე აკეთებენ აქცენტს, განსაკუთრებით სიეტლში, სადაც მე ვცხოვრობ. მოდა აქ არავის აინტერესებს. ეს პროგრამისტების ქალაქია, უდიდესი კომპანიებით და იქ დასაქმებული ადამიანები ძალიან ინტროვერტები არიან, რომლებსაც სულ არ აინტერესებთ, როგორ გამოიყურებიან. სიეტლში, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ყველაზე გაპრანჭული მე ვარ (იცინის). . მასისგან გამოვირჩევი, მაგრამ ამას ძალიან ბუნებრივად ვაკეთებ. შესაბამისად, მე რომ მოდის კომპანიაში მივედი, შეიძლება, ინტერვიუებზე ვიღაცამ ინგლისური უკეთ იცოდა, რადგან ეს მისთვის მშობლიური ენა იყო და იქაური გამოცდილებაც მეტი ჰქონდათ, მაგრამ მე ისეთები ვილაპარაკე, მიხვდნენ, რომ მათ კომპანიაში განსხვავებულ ქარიზმას შევიტანდი (იცინის). ამიტომ ნულიდან ნამდვილად არ დამიწყია. გამოცდილებამ და ჩემმა ინდივიდუალიზმმა, რომელიც საქართველოში შეიძლება, ნაკლებად, მაგრამ იქ კარგად იკვეთებოდა, საქმე გამიმარტივა. 176 შეფასება არ არის
|