x
image
ლურჯი თოლია
რატომ ემართება ზოგიერთ მწეველს ფილტვის კიბო, ზოგს არა ?

ფილტვის კიბო

იმ ადამიანებში, რომლებიც ეწევიან, მაგრამ ფილტვის კიბო არასოდეს ჰქონიათ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს თანდაყოლილი უპირატესობა. სავარაუდოდ, მათი ფილტვების საფარში არსებული უჯრედები დროთა განმავლობაში ნაკლებად განიცდიდნენ მუტაციას (მუტაცია - გენების მტკიცე ცვლილება, რომელიც ხორციელდება გარე ან შიდა გარემოს გავლენით). ზოგიერთ ინდივიდში გაცილებით აქტიურია დნმ-ის აღმდგენი გენები, რაც შეიძლება მათ კიბოს წარმოქმნისგან იცავდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიგარეტს რეგულარულად ეწევიან.

მონაწილეთა ფილტვებიდან აღებული ზედაპირის უჯრედების სეკვენირება ინდივიდუალურად ჩაატარეს, რათა გაეზომათ მუტაციები მათ გენომებში.

მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ ადამიანის ფილტვებში მუტაციები ასაკთან ერთად იზრდება და მწეველებში დნმ-ის დაზიანება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. თამბაქო ფილტვებში იწვევს უჯრედების მუტაციას, მაგრამ გარდაიქმნება თუ არა ეს მუტაციები სიმსივნედ, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად შეუძლია ორგანიზმს დნმ-ის აღდგენა ან დნმ-ის დაზიანების შემცირება.

გენები ერთადერთი ფაქტორი არ არის, რაც ინდივიდის კიბოს რისკზე ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები, მაგალითად, კვების რაციონი და ცხოვრების წესი.

0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0