საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე 100 მილიონი წლის წინ დამარხული ბაქტერიები აღმოაჩინეს 2020, 3 აგვისტო, 18:57 იაპონიაში მდებარე კოჩის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, წყნარი ოკეანის ფსკერზე არსებულ ნალექში 100 მილიონი წლის წინ დამარხული ბაქტერიები აღმოაჩინეს და შესაბამის ლაბორატორიულ პირობებში მათი გაცოცხლება შეძლეს. მიკრობები ლაბორატორიაში, მინის ჭურჭელში მოათავსეს და ჟანგბადითა და ენერგიის აღსადგენად საჭირო ნახშირბადისა და აზოტის შემცველი ნივთიერებებით მოამარაგეს. ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ, ერთუჯრედიანი ორგანიზმების 99 პროცენტი გაცოცხლდა და გამრავლდა კიდეც. სიცოცხლე ოკეანის ფსკერის სიღრმეშიც, კლდოვან საფუძვლამდე ვრცელდება. სპეციალისტები გაცოცხლებული ბაქტერიების უკეთ შესწავლას გეგმავენ და ვარაუდობენ, რომ ეს მათი ევოლუციისა და ჩვენი პლანეტის ეკოსისტემაში შემავალი ორგანიზმების გავრცელების არეალის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება. 38 1-ს მოსწონს
|