საბუნებისმეტყველო ასტრონომებმა სამი ე.წ სუპერდედამიწა აღმოაჩინეს 2021, 21 იანვარი, 15:14
ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი უძველესი ვარსკვლავის, სახელად TOI-561-ს გარშემო, ჩვენგან 280 სინათლის წლის მანძილზე, ასტრონომებმა სამი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს; ერთი მათგანი კლდოვანია, ზომით დედამიწაზე 1, 5-ჯერ დიდია და თავის ვარსკვლავის გარშემო საკმაოდ სწრაფად, 10, 5 საათში ერთხელ მოძრაობს. ეჭვგარეშეა, რომ დედავარსკვლავთან ასე ახლოს მოძრავი პლანეტა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ის დედამიწის, ვენერასა და მარსის მსგავსად კლდოვანია. მისი ზედაპირის ტემპერატურა 2207 გრადუსი ცელსიუსი უნდა იყოს. გარდა ამისა, ის გრავიტაციულდ ჩაკეტილია, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავის მხარეს არის მოქცეული და სულ დღეა, მეორე მხარე კი პირიქით, მუდმივ წყვდიადშია გახვეული; ის ასაკით მზის სისტემაზე ორზე მეტჯერ დიდია, თითქმის იმ ასაკის, რამხელაც თავად სამყარო. ეს სამი პლანეტა, სახელად TOI-561 b, TOI-561 c და TOI-561 d, NASA-ს პლანეტებზე მონადირე კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა აღმოაჩინა. TOI-561 d დედავარსკვლავიდან ყველაზე დაშორებულია და დედამიწაზე 2, 3-ჯერ დიდია, ერთ გარშემოვლას კი 16, 3 დღეს ანდომებს. TOI-561 c დედამიწაზე 2, 9-ჯერ დიდია და ერთი გარშემოვლისთვის 10, 8 დღე სჭირდება. TOI-561 b ჩვენს პლანეტაზე 1, 4-ჯერ დიდია და მისი ორბიტული პერიოდი სულ რაღაც 10, 5 საათია. 202 1-ს მოსწონს
|