x
image
Yoona
Mediator image
უპასუხო სიყვარული: რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ?
image



ძნელია იპოვოთ ადამიანი, ვისაც არასდროს ჰყვარებია და ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უარყვეს. თუ თქვენც მათ რიგში ხართ, არ იდარდოთ. უპასუხო სიყვარულს შეუძლია მოგიტანოთ არა მხოლოდ მწარე შეგრძნება, არამედ სარგებელი.



1. ისწავლით საკუთარი თავის და თქვენი გრძნობების პატივისცემას

image



ხშირად პირიქითაა. ადამიანი, როცა ხვდება, რომ სიყვარულით არ უპასუხეს, თავდაჯერებულობას კარგავს. ხშირად ეჩვენება, რომ მასში არის პრობლემა და მარტოობისთვის განწირულია და ძალიან უნდა საკუთარი თავის შეცოდება.




სცადეთ გამოყოთ ტკივილი სასიამოვნო ემოციებისგან, რომლებიც უკვე განიცადეთ. თქვენ ხომ მისით აღტაცებული იყავით, მასთან შეხვედრა სიხარულს განიჭებდათ. სინაზით იყავით სავსე. ალბათ, ასეთი გრძნობები ბევრია.



დიახ, მის გვერდით შესაძლოა იყო ტკივილიც, მაგრამ ეს თქვენს ემოციებს არ აუქმებს. ყველა შესანიშნავი განცდა თავისთავად ღირებულია. შესაძლოა ვერ მიიღეთ სასურველი ურთიერთობა, მაგრამ ვერავინ წაგართმევთ სიხარულის წუთებს და დაგავიწყებთ ბედნიერების გრძნობას.



იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი გრძნობები იმსახურებს ყურადღებას და ნაზ მოპყრობას. თქვენ ხომ ხართ ადამიანი, ვინც იმსახურებს ასეთ კაშკაშა ემოციებს. საკუთარი თავისადმი ასეთი დამოკიდებულება კარგი მეთოდია თვითშეფასების ასამაღლებლად.



2. შეძლებთ გაიგოთ ბევრი რამ საკუთარ თავზე

image



ყველა შეყვარებული ოცნებობს. ის არასდროს ამბობს: „შეწყვიტე, ეს არასოდეს ახდება“. ადამიანი ივიწყებს კონვენციებს, შეზღუდვებს და ოცნებებში იძირება. მოგვიანებით ბევრი ნანობს, რომ საკუთარ თავს ოცნების უფლება მისცა, რადგან რეალობამ მოლოდინი ვერ გაამართლა. მაგრამ წარმოსახვას მომავლის ზუსტი პროგნოზის გაცემა არ სჭირდება.



სცადეთ, გამოყოთ ეს მოგონებები ტკივილისგან. ასე ნახავთ, რა გაკლიათ აწმყოში. შესაძლოა, ოცნებების გაანალიზებით უკეთ მიხვდეთ, რა გჭირდებათ. მაგალითად, ფიქრობდით, რომ კარგი იქნებოდა ქალაქში ხელჩაკიდებული სეირნობა და ამქვეყნად ყველაფერზე საუბარი. თავისუფლების განცდა, როცა ვიღაცის გამკიცხველი მზერა არ გითვალთვალებს და საჭირო არ არის დააკმაყოფილო სხვისი სტანდარტები. ანუ შეგიძლიათ იყოთ ისეთი, როგორიც ხართ. ალბათ, თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, ვისთანაც ნიღბის გაკეთება არ მოგიწევთ. მათთან მეტი დრო გაატარეთ. თუ ასეთი ადამიანები არ გყავთ, მოძებნეთ.



უპასუხო გრძნობის განცდა მოზარდისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ახალგაზრდას ეხმარება გააცნობიეროს, რას ელის სიყვარულისგან, რას აფასებს ყველაზე მეტად პარტნიორში და ურთიერთობაში, რისი განცდა შეუძლია და როგორ ცვლის ეს მათ ცხოვრებისეულ აღქმას. თუმცა უფროსებსაც შეუძლიათ ბევრი რამ ისწავლონ საკუთარ თავზე. საკუთარი აღმოჩენები გაგაკვირვებთ.



3. ისწავლით სხვების უკეთ გაგებას

image



იქნებ, ცოტა დაგამშვიდოთ იმ ფაქტმა, რომ უბედურ წყვილში მეორე ადამიანიც იტანჯება. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერებმა შეისწავლეს, რა გრძნობებს განიცდიან როგორც ცალმხრივად შეყვარებულები, ასევე ისინი, ვინც მათ გრძნობებს არ იზიარებენ. გაარკვიეს, რომ უარმყოფელი მაინც განიცდის იმედგაცრუებას და წუხილს იმის გამო, რომ უნებლიეთ სხვას ტკივილი მიაყენა.



სცადეთ მის ადგილზე თავის წარმოდგენა. მისთვის მიუწვდომელია ბედნიერების განცდები, რომელიც თქვენ განიცადეთ. მისი სამყარო ასეთი ფერადი არ არის. აი, ტკივილი მაინც იგრძნო, თუმცა არც ისე ძლიერი. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ იქნებ სჯობს უთანაგრძნოთ.



შესაძლოა, როცა გრძნობების მთელი სპექტრი უკვე განიცადეთ, სხვებს უფრო ფრთხილად მოეპყროთ. და ასე, ალბათ, სანაცვლოდ მიიღებთ მადლიერებას, გაგებას და პატივისცემას.



4. შეძლებთ გამოხატოთ საკუთარი თავი შემოქმედებაში

image



ალბათ, გსმენიათ, რომ ბევრმა პოეტმა, მხატვარმა და მწერალმა დაიწყო შემოქმედება უპასუხო სიყვარულის განცდის შემდეგ. მიბაძეთ მათ მაგალითს.



ლექსის ან პროზის დასაწერად მხოლოდ კალამი და ქაღალდი გჭირდებათ ან სმარტფონი. თქვენი გრძნობები ქაღალდზე ან ეკრანზე გადაიტანეთ. რამდენიმე რითმული სტრიქონის შექმნის შემდეგ შთაგონების მოზღვავებას იგრძნობთ. იქნებ, შემოქმედებაც განაგრძოთ. შესაძლოა შედევრი ვერ შექმნათ, მაგრამ თავს უკეთ იგრძნობთ.



თუ ყველა მცდელობის მიუხედავად, სევდა და სასოწარკვეთა არ გშორდებათ, ფსიქოლოგთან ვიზიტზე დაფიქრდით. ის დაგეხმარებათ დაძლიოთ რთული პერიოდი და მიიღოთ სარგებელი უპასუხო სიყვარულისგან.



ასევე დაგაინტერესებთ:

თუ გრძნობები გაცივდა: 7 თამაში წყვილებისთვის ურთიერთობის გასამყარებლად

12 გამოცდილი მეთოდი, როგორ აიძულოთ ყოფილ პარტნიორს ინანოს თქვენთან დაშორება

გაუცნობიერებელი ლტოლვა: საიდუმლო სიგნალები რომ თქვენზე შეყვარებულნი არიან

რა გავლენას ახდენს სიმაღლეში სხვაობა ოჯახურ კეთილდღეობაზე

10 მოულოდნელი რამ, რასაც მამაკაცები სექსუალურად თვლიან


0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
80