სიახლეები მაინც რამდენ ხანში გაფუჭდება? - ჩინურმა კომპანიამ ავტომობილების ყველაზე სწრაფად წარმოებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა 2024, 15 ნოემბერი, 16:21 ![]() Xiaomi-ის დამფუძნებელმა ლეი ცზუნმა განაცხადა, რომ მათ მოახერხეს მსოფლიო რეკორდის დამყარება ავტომობილების უსწრაფესად წარმოებაში - Xiaomi SU7 ელექტრომობილი გახდა ყველაზე სწრაფად წარმოებული ავტომობილი მსოფლიო ისტორიაში. „ვულოცავთ ჩვენს Xiaomi EV გუნდს!მეასე ათასი Xiaomi SU7-კონვეირის ხაზიდან ოფიციალურად გადმოვიდა. ჩვენმა პირველმა მოდელმა მიაღწია ამ ეტაპს მხოლოდ 230 დღეში - წარმოუდგენელი მიღწევაა!” - წერს ლეი ცზუნი. ![]() ამგვარად, Xiaomi-მ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, ისტორიაში პირველად 100 000 მანქანის ყველაზე სწრაფი წარმოებით. ![]() Xiaomi Auto (小米汽车; იურიდიულას Xiaomi Automobile Co Ltd.გახლავთ ჩინური ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს პეკინში; ეს არის ჩინური კომპანია Xiaomi-ის სამომხმარებლო ელექტრონიკის შვილობილი კომპანია. 2021 წლიდან ლეი ცზუნის მიერ დაარსებული კომპანია ძირითადად ელექტრომობილების შემუშავებითა და წარმოებით არის დაკავებული. 204 3-ს მოსწონს
|