x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ახალი ზელანდიის პარლამენტში უცნაური ინციდენტი მოხდა(ვიდეო)
image

პროტესტის გამო ახალი ზელანდიის პარლამენტის მუშაობა დროებით შეჩერდა. დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში რიტუალური ცეკვის "ჰაკას" შესრულება დაიწყეს, იმ კანონის გამო რომელიც, მათი აზრით, ქვეყნის ძირძველი მოსახლეობის უფლებებს ზღუდავს.


ახალ ზელანდიაში დეპუტატებმა პარლამენტის შეხვედრა ჩაშალეს მაორის ტრადიციული ცეკვის, ჰაკას შესრულებით.


ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ გზით Te Pati Maori-ის დეპუტატებმა გააპროტესტეს კანონპროექტი ვაიტანგის ხელშეკრულების გადასინჯვის თაობაზე, რომელიც დაიდო 1840 წელს ბრიტანელებსა და მაორის ბელადებს შორის. ხელშეკრულების მიხედვით, ორივე მხარე მმართველობაზე შეთანხმდა. მაგრამ სასამართლოების და ცალკეული მაორის ტრიბუნალის გადაწყვეტილებები თანდათან აფართოებდა მაორის უფლებებსა და პრივილეგიებს.ამის გამო ბევრ ახალ ზელანდიელს მიაჩნია, რომ ამით არამკვიდრი მოსახლეობის დისკრიმინაცია ხდება.



გასულ კვირას, პარტია ACT New Zealand -მა წარადგინა ვაიტანგის ხელშეკრულების ახალი, შეკვეცილი ვარიანტი.


ახლა მაორის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის ძირძველი ხალხის უფლებებს.


პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ჰანა-რაუჰიტი მაიპი-კლარკმა დახია კანონპროექტის ასლი და შეასრულა მაორთა ცეკვა. ამის გამო მას პარლამენტში მუშაობა ერთი დღით შეუჩერდა.

0
394
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0