მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ათლეტად აღიარებულმა ალისა შმიდტმა პირველი ტატუ გაიკეთა და სურათიც დადო
14 ნოემბერი, 17:55
უმსოფლიოში ყველაზე ლამაზ ათლეტად აღიარებულმა გერმანელმა, ალისა შმიდტმა პირველი ტატუ გაიკეთა და სურათი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ატვირთა, სადაც მას მილიონობით ხელმომწერი ჰყავს. ალისას სხვებივით დრაკონი, პეპელა, მორიელი ან ახლართუ;-ჩახლართული გამოსახულებების ტატუ არ გაუკეთებია, მან ოლიმპიური ნიშანი, ხუთი რგოლი გაიკეთა ტატუდ. ტატუ დიდი ზომის არაა, არაა მყვირალა ფერის და მაინცდამაინც თვალშისაცემი ზომების, მაგრამ ნამდვილად უხდება ცნობილ ათლეტს.
მართალია გერმანიის ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში დიდად არ გამოუჩენია თავი, მაგრამ ალისას გამოჩენამ სარბენ ბილიკზე ნამდვილად მოახდინა ფურორი. ტოკიოს ოლიმპიადაზე "აღმოაჩინეს" ალისა, როგორც ულამაზესი მსუბუქი ათლეტიკის წარმომადგენელი და მას შემდეგ პრესის და ზოგადად, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრშია. ალისან ოლიმპიური ნიშანი თეძოზე გაიკეთა, რითაც ხაზი გაუსვა მის მისწრაფებას ოლიმპიადაზე წარმატების მისაღწევად მზაობას.
ალისას მსუბუქი ათლეტიკა, რომ არ აერჩია პროფესიად, მისგან მოთხოვნადი მოდელი გამოვიდოდა, რაშიც ეს სურათებიც დაგარწმუნებთ. მიუხედავად იმისა, რომ ის არაა მოდელი, მისი ნებართვით, ნუნებრივია ჰონორარის სანაცვლოდ და ისედაც ხშირად იდება სამოდელო გამოცემების გვერდებზე, სპორტულ პრესაზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია.