საზოგადოება
მოდელმა სტანდარტული თვითმფრინავების მომსახურებით სარგებლობაზე უარი საკმაოდ უჩვეულო მიზეზის გამო თქვა
14 ნოემბერი, 16:02
27 წლის ცნობილი პანამელი ინფლუენსერი და მოდელი გრეისი ბონი იძულებულია კერძო თვითმფრინავების მომსახურებით ისარგებლოს, რადგან ჩვეულებრივი ავიახაზები მას კომფორტული ფრენის პირობებს ვერ სთავაზობს. მოდელის თქმით, კომერციული ავიაკომპანიების თვითმფრინავთა სტანდარტული სავარძლები მისი ფიგურისთვის მეტისმეტად ვიწროა.
საკმაოდ შთამბეჭდავი, 140 სანტიმეტრის გარშემოწერილობის თეძოთი გრეისი არაერთხელ აღმოჩენილა სიტუაციაში, როდესაც მას ერთდროულად ორი ან თუნდაც სამი ადგილის დაჯავშნა მოუწია, რათა ფრენისას თავი კომფორტულად ეგრძნო. მეტიც, მისი მტკიცებით, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ მას შთამბეჭდავი ზომების გამო თავიანთი თვითმფრინავით ფრენა "აუკრძალა", რამაც მოდელი აიძულა მოგზაურობისთვის ალტერნატიული გზები მოეძია.
"ყოველთვის, როცა ფრენა მიწევდა, იძულებული ვიყავი ორი-სამი ადგილი შემეძინა", - აღიარებს გრეისი. მან ასევე განაცხადა რომ ცდილობდა წამოეწყო კამპანია თვითმფრინავებში სავარძლების ზომის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, მოდელის თქმით, მისთვის ერთადერთ გამოსავლად კერძო თვითმფრინავები იქცა.
გრეისის განცხადების შემდეგ ფართოდ დაიწყო დიდი ფორმების მქონე მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნის საკითხის განხილვა. ჯერ კიდევ გასულ წელს მოდელმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ჩვეულებრივი ავიახაზების პირველ კლასშიც კი თავს ვიწროდ გრძნობს, და მოუწოდა ავიაკომპანიებს გაეთვალისწინებინათ არასტანდარტული ფორმის მქონე ადამიანების საჭიროებები. მან აეროპორტიდან ვიდეოც კი გაავრცელა, სადაც ავიაკომპანიებს სავარძლების ზომების გაზრდისკენ მოუწოდა. "თვითმფრინავებს განიერი სავარძლები უნდა ჰქონდეს, რათა ჩემნაირმა დიდმა გოგოებმაც კომფორტულად ფრენა შეძლონ", - განაცხადა გრეისმა.
მოდელის "ინსტაგრამზე" განთავსებულმა პოსტმა მილიონობით ნახვა და ტონა კომენტარი დააგროვა. მაშინ როდესაც გოგონას ბევრი მიმდევარი მის მოწოდებას სავარძლების ზომების ცვლილებასთან დაკავშირებით მხარს უჭერს, ზოგიერთი სოც ქსელის მომხმარებელი თვლის, რომ ეს მხოლოდ თავად მოდელის პრობლემაა.