x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გახდება თუ არა ტრამპის პრეს-მდივანი საბჭოთა ფესვების მქონე მოდელი?
image

მედიაში დაიწყეს ბჭობა:იქნება თუ არა დონალდ ტრამპის პრეს-მდივანი 28 წლის საბჭოთა ფესვების მქონე მოდელი? ელიზაბეტ პიპკო ამჟამად რესპუბლიკური პარტიის ნაციონალური კომიტეტის პრესმდივანია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მას მოდის ჩვენებებში მიიღოს მონაწილეობა და ტანსაცმლის ბრენდს Esteem X Pipko-ს გაუკეთოს პოპულარიზაცია.


ამასობაში მის გარდა თეთრი სახლის სპიკერის თანამდებობაზე ბევრად უფრო სოლიდური ქალბატონი განიხილება: გამოცდილი იურისტი ალინა ჰაბა.ასევე მშვენიერი გარეგნობით.


სულ რაღაც ერთი კვირის წინ ის იყო ტრამპის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი თანამშრომელი, იშვიათად აკეთებდა კომენტარს და ძირითადად კოორდინაციას უწევდა მოხალისეებს.



დღეს გამოცემები იკვლევენ მის ბიოგრაფიას. ელიზაბეტ პიპკო არის საბჭოთა მხატვრის, მინსკელი მარკ კლიონსკის შვილიშვილი,


მისი ფსევდონიმია " კუკოლკა"სწორედ ასე ეძახდა მას, ელიზაბეთის თქმით, პაპამისი.


მშობლებს სურდათ გოგონა მოციგურავე გამოსულიყო, მაგრამ 15 წლის ასაკში მიღებულმა ტრავმამ სპორტული კარიერის გაგრძელების საშუალება არ მისცა, მაგრამ სამოდელო ბიზნესითაც გაწბილებული დარჩა.

image

პიპკოს ქმარი IT სპეციალისტი დარენ სენტინელოა. ის დაჟინებით მოითხოვდა ელიზაბეთს შეევალა საქმიანობის ძირითადი სფერო, რადგან შეიტყო მრავალჯერადი სექსუალური შევიწროების და მისი რჩეულის შეცდენის მცდელობების შესახებ.


„მინდოდა მეგრძნო თავი ლამაზად და სექსუალურად, მაგრამ მარტო ამით არ ვაპირებდი წარმატების მიღწევას“, - აცხადებს ელიზაბეთი ახლა და იხსენებს კონტრაქტებს, რომლებიც მოიცავდა სექსუალურ მომსახურეობას.


მაგრამ მან, თითქოსდა უარი თქვა ასეთ შეთავაზებაზე. პიპკომ დაწერა წიგნი "იპოვო შენი ადგილი: როგორ გავხადო რეალური ჩემი მშობლების ამერიკული ოცნება", რომელშიც მან ისაუბრა მამაკაცების მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე.

image

2016 წელს გოგონა პოლიტიკაში წავიდა. დარჩენილი "სამოდელო" კონტრაქტები კი შეწყდა.


პიპკოს სპეციალობა ანტისემიტიზმთან ბრძოლაა. მან ნამდვილად კარგად შეასრულა დავალება. ამერიკელმა ებრაელებმა, რომლებიც დემოკრატებს ხმას აძლევდნენ ათწლეულების განმავლობაში, აქტიურად დაიწყეს რესპუბლიკერთა მხარეზე გადასვლა.


ელიზაბეთი იხსენებს პირველ შეხვედრას აშშ-ის მომავალ პრეზიდენტთან, რომელიც შედგა 2016 წლის ოქტომბერში. მაშინ ყველა განიხილავდა ვიდეოს, რომელიც დემოკრატებმა საჯარო სივრცეში გაავრცელეს. მასში ტრამპი ძალიან უხამსად საუბრობს ქალებზე ტელეწამყვან ბილი ბუშთან საუბრის დროს.


ელიზაბეთი რესპუბლიკელების ოფისში კომპიუტერთან იჯდა. მოულოდნელად დაინახა მის წინ მდგომი ტრამპი. მან ჰკითხა გოგონას: "რას ფიქრობ ვიდეოზე?" აშკარად აინტერესებდა ქალის აზრი. ”მე ეს არ მაწუხებს, მისტერ ტრამპ, - ფილოსოფიურად უპასუხა ელიზაბეტმა. -ეს ყველაფერი გაივლის."


თუმცა, ახლად არჩეულ პრეზიდენტთან დაახლოებული პირი, პიპკოს, როგორც თეთრი სახლის მომავალ პრესმდივანზე ლაპარაკს ფანტაზიად მიიჩნევს. ის სხვა სახელს ასახელებს.


40 წლის ალინა ჰაბას (ქვემოთ ფოტოზე)სერიოზულად განიხილავენ ტრამპის პრეს-მდივნის თანამდებობაზე. და არსებობს საფუძველი, ეს მაღალი თანამდებობა დაიკავოს აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის გუნდში.


Fox News-იც მას ფავორიტად მიიჩნევს.


image

0
280
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0