შოუბიზნესი გარეგნობაში არსებული დეფექტები, რომელთა დამალვასაც სელებრითები ყველა საშუალებით ცდილობენ 14 ნოემბერი, 11:56 კაილი ჯენერი - შრამიახალგაზრდა მილიარდერი საგულდაგულოდ მალავს თავის დიდ ნაწიბურს მარცხენა ფეხზე. "ხუთი წლის ვიყავი, როცა ჩემს დასთან ერთად დამალობანას ვთამაშობდი", - გვიზიარებს შრამის გაჩენის ისტორიას კაილი. მის თქმით, მას თამაშისას ღობეზე გადაძრომა მოუწია, რის შემდეგაც დაეცა და მარცხენა ფეხი რკინის წვერმა დაუზიანა.ბრიტნი სპირსი - ფეხის თითები2000-იანი წლების დასაწყისში ჯეი ლენოს შოუში ბრიტნიმ აღიარა თუ რა არ მოსწონდა მას საკუთარ თავში. გადაცემაში მომღერალმა საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა თავის ფეხის ძალიან დიდ თითებზე. შოუს წამყვანს მან ასევე ის ცერა თითიც უჩვენა, რომელიც მას განსაკუთრებით არ მოსწონდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოპ- მომღერალს ფეხის ცერა თითზე წარმონაქმნი ჰქონდა, რომელიც წარმატებით მოაცილეს. ახლა ალბათ, ბრიტნის უკვე ფეხის თითებთან დაკავშირებით აღარანაირი კომპლექსი აღარ აწუხებს!შაკირა - ფიგურაპოპულარულ მომღერალსა და მოცეკვავეს, რომელიც ახლა საყვარელ მამაკაცთან დაშორებას განიცდის, საკუთარი ფიგურა საერთოდ არ მოსწონს. "ფიქრობთ, რომ ადვილია ჩემთვის ვიდეოკლიპებში ჩემი სხეულის ჩვენება? სინამდვილეში, მე ძალიან მორცხვი ვარ, "- აღიარებს შაკირა, "თუმცა სამუშაო მოითხოვს ვიყო თავისუფალი და მიმზიდველი". ვარსკვლავის თქმით, ერთადერთი რისი ჩვენებაც მას არ რცხვენია - მუცელია.
|