შოუბიზნესი
ყველაფერი აჩვენს: ვარსკვლავები, რომლებიც ფანებს ზედმეტად "გაეხსნენ"
2 ნოემბერი, 13:34
"შიშველი" მოდა ყველგანაა - პოდიუმზე, წითელ ხალიჩაზე, ქუჩაში, თუმცა ერთია ელეგანტური და მაცდური კაბის მორგება და მეორეა ზომაში აცდენა. წარმოგიდგენთ ცნობილ ქალბატონებს, რომლებმაც ფანებს იმაზე მეტი აჩვენეს, ვიდრე საჭირო იყო.
პერის ჰილტონი
პერისი სტრინგების ფანი დღემდე რომ ყოფილიყო ის ყოველთვის აი, ასე ივლიდა. სავარაუდოდ, ამ ფოტოებზე პაპარაცებმა მხოლოდ შემთხვევითი კაზუსი "დაიჭირეს", რომლისგანაც სასტუმროების გიგანტური იმპერიის შთამომავალი დაზღვეული ნამდვილად არ იყო.
ჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ ლოპესს ძალიან ხშირად ავიწყდება, რომ ის მაკორექტირებელ თეთრეულს ატარებს. ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს ფანებმა ვარსკვლავის საცვლების ყველა კუთხიდან დანახვა შეძლეს: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგჯერ მომღერალი მის საჯარო დემონსტრირებას შეგნებულად ახდენს.
ლედი გაგა
ლედი გაგას თავი ისე უჭირავს ვითომ არც კი გაუგია ისეთი სამოსის არსებობა, რომელიც მკერდს მთლიანად ფარავს. ასეთი ტანსაცმელი მომღერლის სტილში უბრალოდ არ ჯდება. ეპატაჟი ეპატაჟად, თუმცა მოკრძალებულობის შესახებ საერთოდ დავიწყებაც არ ღირს. მომღერლის მოშიშვლებული მკერდი ყოველთვის ესთეტიურად არ გამოიყურება.
ტრეისი ელის როსი
ამერიკელი მსახიობი, მოდელი და პროდიუსერი ტრეისი ელის როსი "ოსკარის" 2022 წლის ცერემონიაზე ღონისძიებისთვის ასეთი შეუფერებელი კაბით მივიდა. საზოგადოების მთელი ყურადღება მის ნაცვლად წითელი კაბიდან ნახევრად ამოვარდნილი მისი ბიუსტის მიმართ უფრო იყო მიმართული.
პრიანკა ჩოპრა
ინდოელმა ლამაზმანმა სულ ტყულად შეაჩერა თავისი არჩევანი ასეთ ღრმა დეკოლტეზე, შედეგად საზოგადოებამ მხოლოდ პრიანკას "სევდიანი" ბიუსტი და მუცლის არეში მისი ნაკეცები იხილა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სწორედ ამის ჩვენებას გეგმავდა.
ეშლი გრემი
ეშლი გრემი არა მხოლოდ მეტისმეტად ენდობა ღრმა დეკოლტიან კაბებს, არამედ ღრმა ჭრილიან ქვედაბოლოებსაც როგორც ჩანს, ზედმეტად აფასებს. მოდელის ბევრი "ლუქი" ხშირად საკმაოდ სარისკოდ გამოიყურება: მათი შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქსოვილის ნაკერები ეს-ესაა დაირღვევა და მის ყველა "ღირსებას" უკლებლივ ყველა იხილავს.
კიმ და კორტნი კარდაშიანები
რამდენიმე ზომით პატარა საცურაო კოსტიუმი - ახალი ტრენდია? ასეც რომ იყოს, ის დებ კარდაშიანებს საერთოდ არ უხდებათ. კიდევ უფრო უარესია ის, რომ ასეთ ღია მოდელებში კიმმა და კორტნიმ თავიანთი პლასტიკური ოპერაციების შედეგის - არათანაბარი, "ფორთოხლის კანისა" და დეფორმირებული ფორმების დემონსტრირება მოახდინეს.
ბელა ჰადიდი
მოდელის შემხედვარე მისი თაყვანისმცემლებიც კი საგონებელში არიან ჩავარდნილნი: რადგან მას ასე ძალიან უყვარს მოკლე ტოპები, დაე იაროს შიშველმა, თუმცა მათი ასეთი მოწოდება ბელა ჰადიდისთვის შეიძლება მართლაც წამახალისებელი აღმოჩნდეს.
ჯულია სალემი
იტალიელ მოდელსა და მსახიობს ცოტა მეტი მოკრძალება რომ გამოეჩინა ურიგო არ იქნებოდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კაბა ვენეციის კინოფესტივალისთვის ზედმეტად თამამი და შეუფერებელი იყო. მის გარუჯულ სხეულზე საცურაო კოსტიუმის ხაზები უკიდურესად ულამაზოდ გამოიყურებოდა, რაც მის ჩაცმულობას ერთმნიშვნელოვნად აფუჭებდა.