x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავების ორიენტაციასთან დაკავშირებული სკანდალური აღიარებები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ბევრისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ სელებრითები საკუთარი პერსონის მიმართ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ და საკუთარი სკანდალური განცხადებებით ყველა შოკში ჩააგდონ. ეპატაჟი ხომ ყოველთვის შოუ - ბიზნესის განუყოფელი ნაწილი იყო. ამ ერთგვარ "პიარ - ხრიკს" ოდესღაც ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმაც მიმართეს, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი მათგანისთვის ეს პიარ - სვლა სიმართლეზე მეტი იყო.



მარლონ ბრანდო


image


მრავალი თაობის გულთამპყრობელმა ღიად არაერთხელ აღიარა: "მე, ისევე როგორც ბევრ სხვა მამაკაცს, ჰომოსექსუალური გამოცდილება მქონდა, და ამის არ მრცხვენია."




მეგან ფოქსი


image


ფილმ "ტრანსფორმერების" უზომოდ სექსუალურ და მიმზიდველ ვარსკვლავს არასდროს დაუმალავს რომ მას როგორც კაცები, ასევე ქალები იზიდავდა. მეგანმა თავის ორიენტაციასთან დაკავშირებულ ათასგვარ ჭორ- მართალს საბოლოოდ, ნათელი "Esquire"- ის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს მოჰფინა, როდესაც განაცხადა: "დიახ, ეჭვგარეშეა, მე ბისექსუალი ვარ."




დრიუ ბერიმორი


image


2003 წელს, წითელ ხალიჩაზე მიცემულ ინტერვიუში დრიუმ განაცხადა: "მიზიდავენ თუ არა გოგოები? დიახ მიზიდავენ. მე თავს ყოველთვის ბისექსუალად ვთვლიდი."



ანჯელინა ჯოლი


image


ანჯელინა ჯოლის ბისექსუალობის შესახებ ალბათ ბევრს სმენია. ცნობილი ფაქტია, რომ ბრედ პიტთან ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე მას ურთიერთობა წარმოშობით იაპონელ მსახიობთან და მოდელთან - ჯენი შიმიცუსთან ჰქონდა.



ფერჯი


image


პოპულარული ამერიკელი მომღერალი ფერჯი თავის ბისექსუალობას საზოგადოებისგან ასევე არასდროს მალავდა: "არ დავმალავ, მქონდა ქალებთან სექსუალური ურთიერთობა, მაგრამ მათთან ხანგრძლივ ურთიერთობას არასდროს ვამყარებდი."



ლედი გაგა


image


ასევე ლედი გაგაც ჭეშმარიტი ბისექსუალი გახლავთ და პოპ - ვარსკვლავს ამის არც რცხვენია: "მე მიყვარს სექსი და ჩემთვის სულ არა აქვს მნიშვნელობა რომელი სქესისაა ჩემი პარტნიორი, აი, მხოლოდ ჩემს მეგობარ მამაკაცებს არ ესმით ეს. მათ აშინებთ ის ფაქტი რომ ქალები მომწონს, ხოლო მას შემდგ რაც ამის შესახებ იგებენ, თავს უხერხულად გრძნობენ და ცდილობენ დამარწმუნონ რომ ურთიერთობაში მესამე არ გვჭირდება."





ტომ ჰარდი


image


ტომ ჰარდიმ თავის დროზე გული არაერთ ადამიანს გაუტეხა, რომელთა შორის როგორც აღმოჩნდა, მამაკაცთა გულებიც მრავლად იყო: "თავის დროზე განურჩევლად ყველასთან ვფლირტაობდი, მიყვარდა სხეულის შეგრძნება, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს კაცის სხეული იქნებოდა თუ ქალის, მაგრამ ახლა, როდესაც უკვე 30 წელს გადავაბიჯე, ამ ექსპერიმენტების დასრულება მომიწია. შემიძლია მხოლოდ იმაში დაგარწმუნოთ, რომ მამაკაცთან ურთიერთობას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია... "



დევიდ ბოუი


image


როკ - ლეგენდამ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ დიდი ხნის წინ - ჯერ კიდევ 90-იან წლებში ღიად აღიარა, მაშინ მან განაცხადა, რომ მამაკაცთან სექსი იყო ყველაზე საუკეთესო, რაც კი მის ცხოვრებაში ყოფილა, თუმცა მოგვიანებით როკ - მომღერალი თავის ამ განცხადებას ირონიითა და ღიმილით იხსენებდა: "მე არ ვთვლი ჩემს აღიარებას შეცდომად, მაგრამ ამერიკისთვის ეს ცოტა უგუნური აღმოჩნდა. მე არანაირი სურვილი არ მქონდა ხელში ტრანსფარანტი ამეღო ან ადამიანთა რომელიმე ჯგუფის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ამან ხელი შემიშალა ბევრი რამის რეალიზებაში."



ლინდსი ლოჰანი


image


ალბათ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი რომ სკანდალური მსახიობი ლინდსი ლოჰანი ბისექსუალია. ის დიჯეი სამანტა რონსონს დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა, რომელთანაც ოჯახის შექმნასაც კი აპირებდა, თუმცა ყველას გასაკვირად მოულოდნელად წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 34 წლის ლინდსიმ საკუთარი ორიენტაციის შესახებ ერთ - ერთ ინტერვიუში საკმაოდ გულახდილად ისაუბრა: "მე როგორც მამაკაცთან, ასევე ქალთან თავს ერთნაირად კარგად ვგრძნობ. მე არ ვარ ლესბოსელი. მე მიყვარს ადამიანები, და არ მაინტერესებს თუ რომელ სქესს მიეკუთვნებიან ისინი. დღეს თუ მე ქალთან მძინავს, სულაც არ ნიშნავს, რომ ხვალ მამაკაცს არ ავირჩევ."







0
3678
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3678