x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
6 ცნობილი მამაკაცი, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვეპლი გახდნენ

image


ალბათ დამეთანხმებით, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესახებ საუბრისას როგორც წესი, ძირითადად ქალები იგულისხმებიან, რომლებიც ტირანი ქმრებისგან დაუმსახურებლად იჩაგრებიან. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თქვენ წარმოიდგინეთ და, მამაკაცები ხდებიან. დიახ, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ ზოგჯერ ქალებსაც შეუძლიათ საკუთარ მეორე ნახევრებზე ხელის აწევა. ამ შემთხვევაში კი, არც ცნობილი მამაკაცები არიან გამონაკლისები. მაშ ასე, მოდით ვნახოთ "ძლიერი" სქესის ის 6 წარმომადგენელი, რომლებმაც საკუთარი მეორე ნახევრები საჯაროდ, ოჯახურ ძალადობაში ამხილეს.




მსახიობი ევან პიტერსი



image


როგორც ირკვევა, ამერიკელი მსახიობი თავისი მეგობარი გოგო, ემა რობერტსის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.




კალათბურთელი დენის როდმანი



image

ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ დენისიც ევან პიტერსის მსგავსად, ყოფილი მეუღლის, მსახიობ კარმენ ელექტრას მხრიდან მუდმივი ძალადობის სამიზნე იყო.




პრეზიდენტი ბილ კლინტონი


image


როგორც თვითმხილველები ამტკიცებენ, კამათის დროს, ამერიკის რიგით 42-ე პრეზიდენტის (1993 -2001 წწ), ბილ კლინტონის მეუღლე ჰილარი კლინტონი, საკუთარ მეუღლეს, რაც ხელთ მოხვდებოდა ყველაფერს ესროდა: წიგნებიდან დაწყებული, საფერფლით დამთავრებული, და თქვენ წარმოიდგინეთ, მიზანშიც საკმაოდ ხშირად არტყამდა.



მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი


image


კიდევ ერთი "კერკეტი კაკალი", რომელიც ტირანი მეგობარი გოგოს მსხვერპლი მრავალჯერ გამხდარა. მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავის ყოფილი შეყვარებული, მოდელი კელი ბრუკი, ჩხუბის დროს ხშირად მას სულ მუშტებით სცემდა.



დარენ სილვერი




image

ერთი რიგითი ელექტრიკოსი - დარენ სილვერი, საქვეყნოდ ცნობილი, თავისი სახელგანთქმული შეყვარებულის, მოციგურავე ტონი ჰარდინგის წყლობით გახდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მამაკაცი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სპორტსმენის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას წლების განმავლობაში, სისტემატურად იტანდა.




რობერტ დე ნირო


image


ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე გრეის ჰაიტაუერი ქორწინებაში 20 წელზე მეტხანს იმყოფებოდნენ. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში ერთხელ ისიც კი აღნიშნა, რომ მეუღლე მას, სიბრაზისგან ხშირად გარშემომყოფების თანდასწრებითაც კი ურტყამდა.




0
2714
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2714