საზოგადოება „თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, წამებასაც ფასი ეკარგება“ - გური სულთანიშვილი 13 ნოემბერი, 15:23
.
ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპთან დაკავშირებით კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს იხსენებს. სულთანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ კლიპში მთავარი ფუნდამენტი, ანუ შინაარსი არ შეიმჩნიეს (წამება და რეპრესიები):
.
„ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. წინასაარჩევნოდ, გახსოვთ ალბათ, კლიპი გაკეთდა, სადაც ცოლ-ქმარი დაწოლას აპირებენ და არჩევნებზე არ წავიდეთო ამბობს ქმარი, მერე ესიზმრება ყველა ის საშინელება რაც შეიძლება მოჰყვეს არ წასვლას, ამ შემთხვევაში კოლექტიური ნაცების მობრუნება, რომელიც დგას, სისტემურ წამებასა და ტოტალურ რეპრესიებზე, მოკვლაზე და გაუპატიურებაზე, ბიზნეს რეკეტზე და გამოხატვის სრულად გაქრობაზე. . ამას მოყვა მთელი ამბავი, ლიბერალების მხრიდან, რომ ჰოი და რუსული კალკი ყოფილაო, ატეხეს ერთი გნიასი და მთავარი, ფუნდამენტი, ანუ შინაარსი, „ვაბშე“ არ შეიმჩნიეს (წამება და რეპრესიები). ეს თითქოს ასე უნდა გავიგოთ, შენ თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ. . იმაზე რომ რა არის ცენტრალური საკითხი და ყურადღების გადატანა პერიფერიულ საკითხებზე, ერთი ანეკდოტი მახსენდება, ცოლი შეუსწრებს ქმარს საყვარელთან და ქმარი უწყებს ჩხუბს, პარასკევს არ უნდა ჩამოსულიყავი ხუთშაბათის მაგივრადო? პ.ს. არ იფიქროთ ჩემი რეკლამაა და მაგიტომ ვიცავ თავგამოდებით, უბრალოდ იმ დღეს ვსაუბრობდით და ვარჩევდით მეგობრები..”- წერს სულთანიშვილი სოციალურ ქსელში. . ის კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს: ტრამპიზმი დღეს, გარდა ანტიესტაბლიშმენტ ლიბერალიზმისა, კულტურულად კონსერვატიზმისა და დიფ სტეიტთან ომის (9/11, კენედი, ეფშტეინი) გარდა არის სხვა რამე, ფუნდამენტურად სხვა თანაც.. ის ამბობს, make america great again და რას ნიშნავს, ამერიკის მთელი ჰეგემონობა განპირობებულია დოლარით. სანქციების პოლიტიკით, ჩვენ ვკარგავთ უდიდეს ბაზრებსო (რუსეთი, ირანი) გავაცოცხლეთ ბრიქსი, სადაც ვაჭრობენ საკუთარ ვალუტებშიო.. მოკლედ სანქციები, ესაა ამერიკის იდეის განულებაო.. ეს მთლიანი დისკურსის ცვლილებაა, რითიც რუსეთს ებრძოდნენ და რითიც ჩვენ გვაშანტაჟებდნენ (სანქციები). მოკლედ ქართული ოცნების გამარჯვებამ ჰო გაანადგურა აქაური კომპრადორული ელიტა და ლიბერალიზმი, ტრამპმა კიდე საერთოდ გააუქმა აქაური ამრევები..
მოკლედ მშვიდობას გაუმარჯოს და სიმშვიდეს, ჭინკების და სანქციების გარეშე -- აღნიშნავს სულთანიშვილი.
271 შეფასება არ არის
|