x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მათთან ერთად გაღვიძებაზე ბევრი ქალი ოცნებობს: აბა, ახლა მათ ცოლებს შეხედეთ

image


ცნობილი ადამიანების ცხოვრება საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით კი მათი პირადი ურთიერთობები. უკვე მრავალი წელია, რაც ეს ნიჭიერი მსახიობი მამაკაცები არა მხოლოდ თავიანთი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობით გვატყვევებენ, არამედ ლამაზი და წარმატებული ქალების გულებსაც იგივე წარმატებით იპყრობენ. მოდით, კიდევ უფრო მეტი გავიგოთ ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცების მშვენიერი მეორე ნახევრების ცხოვრებისა და სტილის შესახებ.



ჯორჯ კლუნი და ამალ ალამუდინი


image


ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი დიდი ხნის განმავლობაში სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას და ბევრი მოუთმენლად ელოდა როდის იპოვიდა ჰოლივუდის ერთ - ერთი ყველაზე სიმპათიური მამაკაცი საკუთარ მეორე ნახევარს, და აი, ბედმა ის წარმოშობით ლიბანელ, ბრიტანელ ნიჭიერ ადვოკატთან ამალ ალამუდინთან მიიყვანა. მათი გაცნობა მგზნებარე სიყვარულის ისტორიით დაგვირგვინდა, და 2014 წელს ვარსკვლავურმა წყვილმა ურთიერთობაც დააკანონა. სამი წლის შემდეგ მათ ტყუპები შეეძინათ – ბავშვები, წყვილის ცხოვრებაში ბედნიერებისა და ოჯახური კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცნენ. ჯორჯ კლუნის ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე შესაშურ ბერბიჭებსაც კი შეუძლიათ იპოვონ ნამდვილი სიყვარული და მყარი ოჯახი შექმნან.



ეტან ჰოუკი და რაიან შოჰიუზი


image


პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ მსახიობმა ეტან ჰოუკმა მისი შვილების ძიძაზე იქორწინა. მან და მისმა პირველმა მეუღლემ, ყველასთვის ცნობილმა უმა თურმანმა, 3 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს და განქორწინებაზე განცხადება 2005 წელს შეიტანეს. მიუხედავად ამისა, ეტანმა საკუთარი ბედნიერება თავისი ახლანდელი რჩეულის სახით მეორედ იპოვა, რომელიც მათ საერთო ქალიშვილებზე დიდი სიყვარულით ზრუნავს. სწორედ ამ მოსიყვარულე წყვილის დამსახურებაა იმ ჰარმონიული ოჯახური გარემოს შექმნა, სადაც მათი შვილები იზრდებიან.




ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ტაშა მაკოლი



image


ტაშა წარმატებული მენეჯერია, რომელმაც თავისი მეორე ნახევარი, ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯოზეფ გორდონ-ლევიტის სახით იპოვა და 2014 წელს მასზე იქოწინა. მეუღლეები მშვიდ და განმარტოებულ ცხოვრებას ამჯობინებენ და სოციალურ ქსელებშიც დიდად არ აქტიურობენ, თუმცა წყვილი პირადი ცხოვრების ამსახველ მხიარულ მომენტებს საზოგადოებისგან არ მალავს, ისინი ორჯერ გახდნენ მშობლები, რამაც მათ ცხოვრებას ზღვა სიხარული და ულევი ბედნიერება მოუტანა.


ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი


image


ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი - გამონაკლისი მოვლენაა ჰოლივუდში, რადგან მათი ქორწინება უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. დებორა არა მხოლოდ მსახიობი, არამედ წარმატებული პროდიუსერიცაა, რაც მათ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტ სიღრმესა და მრავალფეროვნებას ანიჭებს. 13 წლინი ასაკობრივი სხვაობა კი წყვილის ურთიერთობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.



მეთიუ მაკკონაჰი და კამილა ალვესი


image


მეთიუ მაკკონაჰი და კამილა ალვესი - ნამდვილი სიყვარულისა და სტერეოტიპების მსხვრევის მაგალითს წარმოადგენს. წყვილი ქორწინებაში 2012 წლიდან იმყოფება, ბრაზილიელი მოდელი, მსახიობის თაყვანისმცემლების უარყოფითი კომენტარების მიუხედავად მეთიუს მეუღლე მაინც გახდა. სილამაზე ხომ პირობითი ცნებაა, ხოლო მეთიუსთვის იდეალური ქალი - სწორედ კამილაა.



ჰიუ ლორი და ჯო გრინი


image


ჰიუ, რომელიც კინოს ისტორიაში ყველაზე სექსუალურ ექიმად არის აღიარებული, წლებია თეატრის ადმინისტრატორზეა დაქორწინებული. წყვილი ერთმანეთს 80-იანი წლების შუა პერიოდში შეხვდა და დღემდე ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. "ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვმეგობრობდით, შემდეგ კი, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით, " - ამბობს მსახიობი. - გაინტერესებთ, რამ მომხიბლა ჯოშში? მე ლოგიკურად მოაზროვნე ქალები მომსწონს." - აღიარებს ექიმი ჰაუსი.




პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი


image


წარმოშობით ირლანდიელი "აგენტი 007"-ი ერთი პერიოდი ცნობილ ლამაზმანებს - ჰოლი ბერისა და დენის რიჩარდს ხვდებოდა, თუმცა საკურთხეველთან არაფრით გამორჩეული ჟურნალისტი მიიყვანა, სანამ შეყვარებულები 2001 წელს დაქორწინდებოდნენ, მანამდე ერთმანეთს შვიდი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. იმ დროისთვის მათ უკვე ორი შვილი ჰყავდათ. წყვილი დღესდღეობით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ფეშენებელურ ვილაში ერთმანეთით ტკბება და სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით კი, კილის სხეულის მისამართით გაკეთებულ მრავალრიცხოვან უარყოფით კომენტარს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს. "ის, მილიონში ერთია, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ის სწორედ მე ვიპოვე"- აცხადებს მსახიობი.









0
754
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
754