x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ახლა, მაინც ამოიღეთ ხმა..."- ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

image


პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი გუშინ, პარლამენტის წინ გამართული მასშტაბური აქციის დროს, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრის, მიჰაუ კამინსკის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დასავლეთის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამეორებისკენ მოუწოდებს:


"მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალიო”! მოგვიწოდა საქართველოს გულშემატკივარმა ევროკავშირის დელეგაციის წევრმა, პოლონეთის სეიმის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ ????



პირდაპირ რუსთაველიდან აკეთებს სრულიად დასავლეთი განცხადებას!!!!!✌️????????


ახლა, მაინც ამოიღეთ ხმა და გაიმეორეთ იგივე ოპოზიციონერებმა -“ზოგიერთმა “ !!!!! დასავლეთიდან ქვეყნის პარტნიორმა, ჩვენმა მეგობარმა სტუმარმა უნდა გაჯობოთ?!✌️❤️"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე აქცია - "ჩვენ ვართ ევროპა" გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეუერთდნენ.


საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა სპეციალური კორდონი მოუწყვეს, დემონსტრანტები დელეგაციის წევრებს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. ევროპელი პარლამენტარები სცენაზე ევროკავშირის ჰიმნის ფონზე ავიდნენ, რომლის შემდეგაც საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლების შემდეგ, 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმაც მიმართეს.


პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნები დანიშვნას ითხოვენ.


პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს.







0
415
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
415