საზოგადოებრივი 15 საინტერესო არტეფაქტი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის 13 ნოემბერი, 9:21 ჩვენი სამყარო, თავისთავად, დიდი სასწაულია. მაგრამ, ამავდროულად, ის ნამდვილ მარგალიტებს – ანტიკური და შემდგომი ხანის, ხელოვნების ნიმუშებს შეიცავს, რომლის შესახებ, ფართო საზოგადოებისთვის თითქმის არაფერია ცნობილი. აქ სწორედ, ამ არტეფაქტების ერთ ნაწილს წარმოგიდგენთ: 1. იმამ რეზას მავზოლეუმი, მეშჰედი, ირანი არქიტექტურული კომპლექსი ქალაქ მეშჰედში, ტურიზმის და მომლოცველების ცენტრია ირანში. იქ ყოველწლიურად, 15–დან – 20 მილიონამდე ადამიანი ჩადის. კომპლექსის პირველი ნაგებობა, XIV ს–ით არის დათარიღებული. 2. დიდი კომპოზიტორის მემკვიდრეობა კარინა კილიანის, ლაიფციგის მუნიციპალური ბიბლიოთეკიდან, ხელში ახლახან აღმოჩენილ, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკალურ ხელნაწერი უკავია. 3. გამყინვარების ხანის ხელოვნება ეს მამონტი ალბ-დონაუში (გერმანია), გათხრების დროს, გასული საუკუნის 30–იან წლებში აღმოაჩინეს და პირველად, ქ. ტუბინგენის მუზეუმში გამოფინეს. ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, ნაკეთობის ასაკი 35 წელია. 4. მინიატიურული სასწაული ეს მინიატიურული წიგნი, რომლის გარე ყდა ხელით არის მოქარგული, საფრანგეთში 1780 წ. გამოიცა. მისი ზომა, სულ რაღაც – 3 x 7 სმ–ია. 5. წიაღიდან ამოსული ნიმფას (ფერია) ქანდაკება, რომელიც წყლიდან ამოდის, II ს–ით არის დათარიღებული და ცოტა ხნის წინ, ამასრაში (თურქეთი) გათხრების დროს აღმოაჩინეს. 6. ვიკინგების ხანის აღმოჩენა ბრიტანელმა მეთევზემ მდინარიდან, ძველი ვიკინგების ხმალი ამოიღო. დაჟანგული იარაღი 850-975 წწ. არის დათარიღებული. 7. ქვის ხანის ხანჯალი ხმალი დათვის თავით, პიუჰიაიოკიში (ფინეთი) იპოვეს. ქვის ხანა, ნეოლითი. 8. რომაული მონეტა იუდეის პრეფექტის პილატე პონტოელის ბრინჯაოს მონეტა, იმპერატორი ტიბერიუსის პერიოდი (14–37 წწ.). 9. იშვიათი ხელსაწყო ვერონას ასტროლაბი – XI ს–ით დათარიღებული ასტრონომიული ხელსაწყოა, არაბული და ებრაული წარწერებით. ის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია, მსგავს არტეფაქტებს შორის და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი. 10. ცხენის აბჯარი რომაული გარნიზონის ცხენის აბჯარი დურა-ევროპოსში აღმოაჩინეს (სირია). ის ორი ცნობილი სრული კომპლექტიდან, ერთ-ერთია. აბჯარი სელზე დამაგრებული რკინის ფირფიტებისგან შედგება და III ს–ით თარიღდება. 11. "პატარა ჯადოქარი" – მინი ვერსია ეს სიმონ ბლოკელის – "თეთრი მაგიიდან და სამეცნიერო გართობიდან მიღებული შთაბეჭდილებების კრებულია". წიგნის მინიატიურული ვერსია 1817 წ. გამოიცა. 12. მიცვალებულთა საგალობლების კრებული Missa in Agenda Defunctorum, ანუ მიცვალებულთა მესა, საგალობლებს შეიცავს, რომელიც მღვდელს საკურთხეველთან უნდა წარმოეთქვათ, მიცვალებულის გაცილების დროს. წიგნი 1733 წ. დაიბეჭდა. 13. ზუსტი ასლები ღვინის და შამპანურის ზუსტი ასლები, გასული საუკუნის 20–იან წლებში, 1/12 მასშტაბით შეიქმნა და ბოთლებში შესაბამისი სასმელი ჩაასხეს. ეს მარია ტეკელის (ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის მეუღლე) თოჯინების სახლის პროექტის ნაწილი იყო, რომელიც მეფემ მეუღლისთვის დაუკვეთა. 14. ქანდაკება ძველი რომიდან ირმის ტერაკოტის ქანდაკება ტარანტოში (იტალია) აღმოაჩინეს, იქ წარმოებული გათხრების დროს და ძვ. წ. აღრ. 350-325 წწ. არის დათარიღებული. 15. ძველი, მაგრამ კარგად შემონახული ფეხსაცმელი XV ს–ით დათარიღებული ჩექმა, ნორვიჩში (დიდი ბრიტანეთი) წმინდა ბენედიქტეს მონასტრის კარიბჭეს მახლობლად, ჩატარებული გათხრებისას, 1951 წ. აღმოაჩინეს. არხის სხვა სიახლეები:* მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ უთვალთვალებენ კატები საკუთარ პატრონებს? – უცნაური ფაქტი კატების შესახებ* სად გაქრა XIX ს. აღმოჩენილი არქეოლოგიური მტკიცებულება, გიგანტების არსებობის შესახებ?* მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა? – დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას463 2-ს მოსწონს
|