სხვა თუთბერიძის ფიგურისტებმა ახალი ისტორია დაწერეს-სენსაციურად მოუგეს მასპინძელ მსოფლიო ჩემპიონებს 2024, 9 ნოემბერი, 14:58 ![]() იაპონიაში გრან-პრის სცენაზე, შეჯიბრების მეორე დღეს წყვილთა მოკლე პროგრამამ წარმოუდგენელი ინტრიგა გამოიწვია. ლიდერთა პირველი სამეული ცხრილში წარმოუდგენლად ახლოს იყვნენ ქულებით, ყველაფერი დამოკიდებული იყო თავისუფალ სრიალზე. მსოფლიოს ჩემპიონებსაც კი არ ჰქონდათ უპირატესობა, რაც, რა თქმა უნდა, სენსაციად გამოიყურებოდა. თავდაპირველად, გერმანული წყვილი-ანიკა ჰოკე და რობერტ კუნკელი სამეულს ფაქტიურად ორიოდე ქულით ჩამორჩებოდნენ - იდეალური შესრულებით გერმანელებს შეეძლოთ მედალიც მოეპოვებინათ. სასწაული არ მოხდა. პროგრამაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ხარვეზები და ნაკლოვანებები იყო. ამ სეზონში ანიკა და რობერტი გრან -პრის ფინალის გარეშე დარჩნენ. ლიდერებს შორის დაპირისპირება ამერიკელების ელი კამის და დენი ოშის გამოსვლებით დაიწყო. ძალიან ხშირად, გოგონებს პრობლემები აქვთ ხტუნვის ნაწილთან დაკავშირებით -ელისთვის სიტუაცია საპირისპირო იყო: ხტუნვით ყველაფერი საკმაოდ კარგად გამოსდიოდა, მაგრამ პარტნიორიდან გადასროლის დროს გოგონა ორჯერ დაეცა. უფრო მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ შეცდომებში მხოლოდ კამი არ იყო დამნაშავე: უკვე ფრენის ფაზიდან ცხადი იყო, რომ გადასროლა მარცხით დამთავრდებოდა. დაბალი სიმაღლე და არასწორი ღერძი. მიუხედავად ამისა, ელემენტების კარგი შესრულების წყალობით, ამერიკელებმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს. ![]() ![]() ეს საუკეთესო შედეგია მათ კარიერაში და რა თქმა უნდა ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის. ![]() ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (საქართველო) - 213.05 რიკუ მიურა/რიუიჩი კიჰარა (იაპონია) - 209.45 ელი კამი/დენი ოში (აშშ) - 194, 44 ანიკა ჰოკე/რობერტ კუნკელი (გერმანია) - 188.54 163 2-ს მოსწონს
|