საზოგადოება „არ გამხარებია ტრამპის მოგება, არ არის ღირსეული ადამიანი და არ შეესაბამება პრეზიდენტის თანამდებობას“ - გია ნოდია 6 ნოემბერი, 16:35
.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც გია ნოდია წერს, ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას არ შეესაბამება.
.
„მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი და ის არ შეესაბამება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას. მაგრამ მე რას ვფიქრობ ტრამპზე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რატომ მისცა მას ხმა ხალხმა. ხოდა, ამაზე მოკლე პასუხი მაქვს: ტრამპი არის დემოკრატების ბრალი! ტრამპი არის დემოკრატების ბრალი! ტრამპი არის დემოკრატების ბრალი! სამწუხაროდ, ამერიკელმა დემოკრატებმა (ან „ლიბერალებმა“, როგორც მათ ამერიკაში ეძახიან) ეს ვერაფრით გაიგეს. ამიტომ დაიმსახურეს, რომ ჰყავდეთ ტრამპი“, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში. . აღნიშნული სტატუსი მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მეორედაც, ინგლისურ ენაზეც გამოაქვეყნა. , 234 1-ს მოსწონს
|