საზოგადოება „როცა გინდათ მარკირების წერტილს ხედავთ, როცა არ გაწყობთ ფოტოს ტონებს არ იმჩნევთ“ - ზურაბ ქადაგიძე 4 ნოემბერი, 17:47 . ოპოზიცია დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში ამხილა „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ. საუბარი შეეხება შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის გადაფარვას ისეთი სენსიტიური თემით, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიცია არჩევნების გაყალბებით სპეკულირებს და სხვა არგუმენტი გარდა დეზინფორმაციისა, რითაც შეძლებდა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგის თემის გადაფარვას, მას არ ჰქონდა. , „რა დონის წყალწაღებულები არიან, რომ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის გადაფარვას, პრიმიტიული „ფეიკ-ნიუსით” ცდილობენ (ოკუპირებული ტერიტორიები არ იყო აღნიშნული საქართველოს რუკაზეო). სინამდვილეში კი, „დააფოტოშოპეს” – გაათეთრეს ორიგინალი ფოტო და ისე გაავრცელეს. . ვერც არასწორი კუთხით და ფოტოს პროპორციების „ჟონგლიორობით” „გააპრავებთ” მავნებლობას, რადგან როცა გინდათ თქვენი ოპერატორები, სატესტო მარკირების წერტილს ხედავენ შორი დისტანციიდან და როცა არ გაწყობთ, ორიგინალი ფოტოს ტონებს არ იმჩნევთ. . მოკლედ, გადაურბინა შალვა პაპუაშვილმა უსამშობლოებს, მათ „NGO-სექტას” და ყველა პროვოკატორს, ვინც არჩევნების გაყალბებით სპეკულანტობს, ხოლო ამ საცოდავებმა არგუმენტის არ არსებობის გამო, ფოტოშოპით სცადეს ბრიფინგის გადაფარვა!” – წერს ზურაბ ქადაგიძე. 68 შეფასება არ არის
|