საზოგადოება „ჩემი ბოლო წასვლა ერთ კვადრატზე მოსული 8 წმინდა ძროხის აჯენდის წინააღმდეგ“ - შოთა დიღმელაშვილი 4 ნოემბერი, 11:16 . აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში საჯარო სივრციდან მისი გაუჩინარების მიზეზებზე მინიშნებებს აკეთებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება: . “ფარულობის დარღვევა ერთი მხრივ არჩევნების შედეგებს ყოველგვარ ლეგიტიმაციას აცლის. ხოლო ეს რომ შესაძლებელი გახდა, საზოგადოების მნიშვნელოვანი აქტორების ფუყე თავდაჯერებასა და პროფესიულ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს:
.
1 პირველ რიგში, როგორ შეიძლება მართლაც გადამწყვეტი არჩევნების დროს ხმის მიცემის მექანიზმის შეცვლა ქვეყანაში, სადაც მარკირება და პირადი ნომრებიც კი წლობით აფრთხობდა ადამიანებს?
2 როგორ შეიძლება ძალით თავს მოსმული კალანდარიშვილის ხაშლამის თეფშივით ხელიდან ხელში ტარება ოპო ეთერებში და პირადად მის მიმართ ოპოზიციურ ამომრჩეველში ნდობის გაღვივება?
3 ვის მოუვიდა აზრად, ხელისუფლების წინააღმდეგ მთავარი კამპანიის სლოგანი "ვერავინ გაიგებს ვის მიეცი ხმა" ყოფილიყო? იმას კი არ ვამბობ, საპირისპირო უნდა ეთქვა ვინმესო, მაგრამ კრიტიკული აქტორების ისედაც შეზღუდული
რესურსები მიტაცებული ცესკოს ჩასატარებელ კამპანიაში რატომ დაიხარჯა? --- წერს დიღმელაშვილი.
.
ამ სტატუსს კომენტარებში გაგრძელება მოჰყვა.
.
Keti Devdariani ადრე უნდა დაგეწერა ეს, თუ ასე ფიქრობ. რომ არ ეთანხმები არჩეულ სტრატეგიას. ახლა რა აზრი აქვს. ოპოზიციას და არასამთავრობოს ბიძინა დასჯის. შეიძლება გიწერია და არ შემხვედრია.
.
Shota Dighmelashvili სორი, ჩემი ბოლო წასვლა ერთ კვადრატზე მოსული 8 წმინდა ძროხის აჯენდის წინააღმდეგ საჯარო სფეროდან და სრულიად ოპო მედიიდან ოსტრაკიზმით დასრულდა და ამიტომ მოგუდულად ისმის რასაც ვამბობ ხოლმე.
Giorgi Meladze Keti სიყალბის მეტი ატანა არ შეიძლება. მაშინ ვთქვათ, რომ მივიღოთ ეს არჩევნები, არ გვინდა ზედმეტი ფართხალი, გაყალბებული არჩევნებით ადრეც გვიცხოვრია. ახლა ასეა საჭირო და ვაგრძელებთ ყველა ჩვენ ცხოვრებას, ველოდებით ახალ "არჩევნებს", ანუ ახალ გადალაგებას.
შოთა დიღმელაშვილი –– მთელი ეს წლები, გამარჯვების მთავარ ფორმულად 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და 2012 წლის არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელი მიიჩნეოდა. რეალურად ახლა იმდენივე ადამიანი მივიდა არჩევნებზე, რამდენიც 2012-ში, თუმცა ოფიციალური შედეგი საპირისპირო გამოცხადდა
.
იციან რომ გაყალბებულია და მაგიტომ ჰქონდათ ეგეთი ჩასვრილი სახეები “ზეიმისას” და მაგიტო ჰქონდა მდინარაძეს ჩაყრაზე ასეთი რეაქცია, თავისიანი რო გაწირა. კომპიუტერები ჰქონდა დალაგებული, ეგ თვითმმართველობის თვითშემოქმედება, რომელიც ლეგიტიმურობას წყალს შეუყენებდა, არაფერში სჭირდებოდა.
.
საბედნიეროდ გირჩი ბოიკოტის ობსტრუქციას ვეღარ მოაწყობს და ნაკლები ალბათობაა, ალეკო მდინარაძის ისტორიის მერე კობახიძის ჩაწიკწიკებულით დაიკეროს. გახარიამ და ლელომ სასწრაფოდ უნდა გააკეთონ განაცხადი სიების მოხსნაზე
.
75 შეფასება არ არის
|