x
image
Yoona
Mediator image
ხილის კომბინაცია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ვნებს ან კურნავს
image



ექიმები და დიეტოლოგები გამოყოფენ ხილის რამდენიმე იდეალურ კომბინაციას, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. თუმცა არსებობს გარკვეული კომბინაციები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.



იდეალური კომბინაცია




ვაშლი, კიტრი, კივი

image

კანის ფერს და ტენიანობას აუმჯობესებს.



მსხალი და ბანანი


image

სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.



სტაფილო, ვაშლი, მსხალი, მანგო

ზრდის სხეულის სითბოს, ტოქსინებისადმი წინააღმდეგობის უნარს, აქვეითებს არტერიულ წნევას და ებრძვის ორგანიზმის ზოგად დაჟანგვას.



ანანასი, ვაშლი, საზამთრო

image

ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ მარილს. კვებავს შარდის ბუშტს და თირკმლებს.



ყურძენი, საზამთრო, რძე

image

მდიდარია C და B2 ვიტამინებით, რომლებიც ზრდის უჯრედულ აქტივობას და იმუნიტეტს.



პაპაია, ანანასი, რძე

მდიდარია C და E ვიტამინებით, რკინით. კანის ფერს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს.



ბანანი, ანანასი, რძე

ვიტამინებით და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნაკრები ყაბზობას ხელს უშლის.



ტოქსიკური კომბინაციები

ხილი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ სხვადასხვა ხილის ბოსტნეულთან და სხვა ხილთან შერევამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი პრობლემები და ჯანმრთელობის სერიოზული ქრონიკული პრობლემები.



ხილის და ბოსტნეულის კომბინაცია რეკომენდებული არ არის, რადგან ხილში შაქრის მაღალი შემცველობა ბოსტნეულის ათვისებას ართულებს. შაქარმა შეიძლება შეანელოს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფა, რომელიც საჭიროა საკვების დასაშლელად. მაგალითად, ფორთოხლის და სტაფილოს ერთად ჭამა შეიძლება არ იყოს საუკეთესო ვარიანტი თქვენი კუჭისთვის!



ტოქსიკური კომბინაციები, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ



ნესვი სხვა ხილთან

image



არასოდეს შეუთავსოთ ნესვი სხვა ხილს. ნესვში ბევრი წყალი და საკვები ბოჭკოებია. სხვა ხილთან შერწყმისას შეიძლება შექმნას მჟავე გარემო კუჭში, რამაც საჭმლის მონელების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ნესვის უჯრედისის სხვა ხილის უჯრედისთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა და სპაზმები.



სახამებლიანი ხილი ცილოვანთან ერთად

image



ბანანი მდიდარია სახამებლით, ნახშირწყლებით, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება ენერგიის გამომუშავებისთვის. ცილებით მდიდარი ხილი, როგორიცაა გარგარი, კივი, ავოკადო და მოცვი, შეიცავს პროტეინს, რომელიც აუცილებელია ქსოვილების ზრდისა და აღდგენისთვის.



ამ ორი ხილის კომბინაცია სახიფათო შეიძლება იყოს, რადგან ორგანიზმს სჭირდება მჟავე ბაზა ცილების მოსანელებლად და ტუტე ბაზა სახამებლის დასაშლელად.



მჟავე ხილი ტკბილთან ერთად

image



მჟავე ხილი, როგორიცაა გრეიპფრუტი, მარწყვი, ვაშლი, ბროწეული და ატამი, არასდროს უნდა მიირთვათ ტკბილ ხილთან ერთად, როგორიცაა ბანანი და ქიშმიში. ამ კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი პრობლემები, გულისრევა და თავის ტკივილი.



პაპაია ლიმონთან ერთად

image



ანემია ან ჰემოგლობინის დისბალანსი - ამ ხილის კომბინაციის მხოლოდ რამდენიმე შედეგია. ეს კომბინაცია განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.



ასევე დაგაინტერესებთ:

5 პროდუქტი, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას აძლიერებს: კანს აუმჯობესებს

საზამთრო თუ ნესვი - რომელი უფრო სასარგებლოა?

კიტრი-პომიდვრის სალათა ჯანმრთელობისთვის საშიშია და საქმე ნიტრატებში არ არის

რატომ არის უსარგებლო ცხარე საკვებზე წყლის დაყოლება და რა დაგეხმარებათ სინამდვილეში?

კარტოფილი, ლობიო და კიდევ 7 პროდუქტი, რომლებსაც შეუძლია მოგკლას


0
305
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
305