x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„კეზერას ჯიბის ინტელიგენცია აბობოქრდა! ივანიშვილს გაყალბებაში დაეხმარა ყველა ოპო ტელევიზია“ - ჩერგოლეიშვილი

image

.

გიგა ბოკერიას მეუღლე, ჟურნალისტი თამარა ჩერგოლეიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ არჩევნების ეს შედეგი ოპოზიციური ტელევიზიებისა და კეზერას დაფინანსებული ინტელიგენციის დამსახურებაა, რომელიც არ აღიარებს რომ მათი ქმედება მარცხის გზაა. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი კვლავაც საჯაროდ საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს.

.

კეზერას ჯიბის ინტელიგენცია აბობოქრდა.
ეუთოს კი არ აუხირდება, სიტყვა სიტყვით რომ რომ გაიმეორა ოპოტელემედიაზე რასაც ვყვირი.
თენგოს ებლატავება ????
მართლები ყოფილხართ და ბიძინასთან მარცხის გზა ავირჩიეთო, იმას კი არ იტყვის.
ამის გააზრებას გონება, ხოლო აღიარებას გამბედაობა სჭირდება.
ჩვენი ელიტა კი წითელი ხარის ნაძოვზე ამოსული სარეველაა.
კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის გამო გვახევს არჩევნებს ბიძინა.
ხალხი არაფერ შუაშია.
.
თამარ ივერები უნდა გავაკეთო ოპოტელეჟურნალისტებისგან.
როგორც ის ვერ ადის ევროპულ სცენებზე სიველურის გამო, ისე ვერ უნდა გამოყონ თავი ევროპულ საქართველოში ამ ოლიგარქების კორუმპირებულმა მურკებმა.
გუშინ 300 ადამიანი უყურებდა ჩემს ლაივს იმ პროფილიდან, სადაც ნახევარი საქართველო დაბლოკილია (280 ქვემოთ არ ჩამოსულა).
მთავარის კომედი შოუს - 186.
ფორმულას კომედი შოუს, ანუ ჟიჟილაშვილს - 146.
.
დემოკრატიული ცვლილება ინფორმირებულ მოქალაქეზე დგას.
ივანიშვილს გაყალბებაში დაეხმარა ყველა ოპო ტელევიზია და ჟურნალისტად წოდებული ფულის ტომრის მურკა, რომელიც ამომრჩევლის ინფორმირების ნაცვლად, ამომრჩევლის მანიპულაციას ცდილობდა.
.
ქართველი ერის ევროპული მომავალი ამ უნიჭო, კორუმპირებული მანიპულატორების გზიდან გაწევაზე გადის.
.
ვინც ოპოზიციას აკრიტიკებს კონკრეტული იდეები დადოსო.
კონკრეტულია რასაც ვიძახი.
.
იქამდე, სანამ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილისთვის სრულიად მიუღებელი არ გახდება ის მანიპულაციური პოლიტიკა, რასაც ქართული ოპოზიციური ტელემედია ატარებს ამომრჩევლის გაბრიყვების მიზნით, იქამდე რუსული რეჟიმი გვეყოლება.
.
0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0