მხატვრობა მისტიკური ლამაზმანები პოლონელი მხატვრის კაროლ ბაკის ნახატებში 1 ნოემბერი, 18:32 პოლონელი მხატვარი კაროლ ბაკი ქმნის საოცარ ნახატებს ქალების მისტიკური გამოსახულებით. მისი ყველა ნამუშევარი, ასე თუ ისე, უკავშირდება მითოლოგიას და იდუმალი ხიბლით სავსეა. მისი გმირები არის უძველესი ლეგენდების, მიწიერი და ღვთაებრივი სილამაზის სიმბიოზი ეფექტურ რეალიზმთან.
კაროლ ბაკი დაიბადა 1961 წლის 20 მაისს პოლონეთის ქალაქ კოლოში. ბავშვობაში მას ხიბლავდა მსოფლიო ხალხების მითები და ლეგენდები, რომელთა ჯადოქრობა ფანქრების და საღებავების გამოყენებით ქაღალდზე გადაიტანა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სახვითი ხელოვნების სახელმწიფო უმაღლეს სკოლაში. დიპლომის აღების შემდეგ ბაკმა გააგრძელა მხატვრის ოსტატობის დაუფლება ცნობილი მხატვრების ტადეუშI იაცკოვსკის და იაროსლავ კოზლოვსკის სტუდიაში. მათმა შემოქმედებამ სერიოზული კვალი დატოვა კაროლ ბაკის, როგორც ოსტატის ჩამოყალიბებაზე. მის ნახატებში ოსტატურად გაერთიანებულია ეროტიზმი და მაღალი რეალიზმი. პირველად თავისი ზეთით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მხატვარმა შესანიშნავი ტექნიკით სწრაფად მოიპოვა თაყვანისმცემლები და მათ მისი ნახატების ყიდვა დაიწყეს. დღეს მათი ნახვა შესაძლებელია გალერეებში და კერძო კოლექციებში აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და, რა თქმა უნდა, მხატვრის სამშობლოში, პოლონეთში. ასევე დაგაინტერესებთ: უსინათლო მხატვარი შეხებით ქმნის თვალწარმტაც ტილოებს უძველესი ისტორია ქართველი მხატვრის ბრუნო ვეფხვაძის წარმოუდგენელ ნახატებში ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს აღმოსავლეთის სული, ვნება და პაპანაქება ადამ სტიკას, „მზის სხივების ოსტატის“ ნახატებში 55 შეფასება არ არის |