x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
უძველესი ისტორია ქართველი მხატვრის ბრუნო ვეფხვაძის წარმოუდგენელ ნახატებში
უდავოდ, ძნელია იმის გამოსახვა, რაც თავად არ გინახავს, მაგრამ თუ ადამიანს აქვს ნიჭი და არაჩვეულებრივი წარმოსახვა, მისთვის პრობლემა არ იქნება. თანამედროვე ქართველი მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე ანტიკური სამყაროს ისტორიის თემაზე კლასიკურ ტილოებს ხატავს.



image



მისი ნახატებიდან გვიყურებენ ანტიკური გმირები, ქალღმერთები, ფარაონები და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ. (ფრთხილად! შიშველი ნატურა!)



image




ბრუნო ვეფხვაძე მეოთხე თაობის მხატვარია. ხელოვანი ვეფხვაძეების ცნობილი დინასტიის მემკვიდრეა, რომელიც ცნობილია საქართველოს საზღვრებს მიღმა. ბრუნო დაიბადა 1986 წელს თბილისში მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში. ბიჭი შემოქმედებით გარემოში გაიზარდა და ადრეული ბავშვობიდან ხატვამ გაიტაცა.



რომაელი ქალი სარკით ხელში

image



ბავშვთა სამხატვრო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც მაშინვე ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში მე–3 კურსზე. სწავლის პერიოდში ბრუნო მონაწილეობდა თბილისში გამართულ პროფესიულ გამოფენებში. მისმა ნამუშევრებმა ექსპერტების მიერ დიდი მოწონება დაიმსახურა და 2004 წელს სტუდენტი ვეფხვაძე მიიღეს ქართველ მხატვართა ასოციაციაში. 2006 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი გახდა.



ოდალისკი

image

2009 წელს მხატვარმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დიპლომი მიიღო და პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. ახლა ბრუნო ვეფხვაძე მსოფლიოში ცნობილი მხატვარია. მისი გამოფენები იმართება სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო ნახატები ინახება აშშ–ს, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და თურქეთის კოლექციებსა და გალერეებში.



დილა

image

ბრუნო ვეფხვაძის კლასიკური ნახატების მთავარი თემა ანტიკური ხანის და შუა საუკუნეების ისტორიაა. მხატვარი გულდასმით ემზადება თითოეული ტილოს შესაქმნელად, სწავლობს ტანსაცმელს, წეს–ჩვეულებებს, არქიტექტურას და ისტორიულ ფაქტებს. ამაში ეხმარება იტალიური ენის ცოდნა, რომელსაც უნაკლოდ ფლობს.



რომაული აბანოები

image


თერმული აბანოები

image


დედოფლის მოქანდაკე

image


მერკური

image


ანტიკურ სახელოსნოში

image


ხევსურული აკვანი

image


კლეოპატრა

image


იერუსალიმის გათავისუფლება

image


გლადიატორი

image


მხედარი

image


მოთვალთვალე

image



ასევე დაგაინტერესებთ:

სინაზე და სიმშვიდე მხატვრის აიდემირ საიდოვის ნახატებში

ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს

შემთხვევით აღმოჩენილი დემონი – რესტავრატორებმა აღადგინეს 1789 წლის ნახატი

ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს

სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს

0
790
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
790