x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136143
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510391
თავიდან რომ ავირიდოთ გაციება, ამისთვის შხაპის დროს აბაზანაში...
გაციების პირველი სიმპტომები შეიძლება სრულიად შეუფერებელ დროს დაგვატყდეს: მნიშვნელოვან გამოცდამდე, სამუშაო შეხვედრამდე ან თუნდაც სასიყვარულო პაემანამდე. ასეთ მომენტებში ხშირად გაშმაგებული მივრბივართ უახლოეს აფთიაქში გაციების წამლების შესაძენად და შემდეგში მათ მისაღებად. თუმცა, არსებობს სხვა, მეტად მარტივი და ეფექტური გზა, როგორ ავიცილოთ მოსალოდნელი გაციება თავიდან.




image



რა უნდა გააკეთოთ, თუ გაციების სიმპტომები გაქვთ!


ცოტამ თუ იცის, რომ ცხვირის შეშუპებას, ყელის ტკივილს, ხველას, წყლიან თვალებს და ცემინებას, უბრალოდ ცხელი შხაპის მიღებით მოხსნით. იმისთვის, რომ წყლის პროცედურები არამარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც გახადოთ, გაციების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება სახლის პირობებში უნდა უნდა მოამზადოთ.



თავიდან რომ ავირიდოთ გაციება, ამისთვის შხაპის დროს აბაზანაში...






ამისათვის დაგჭირდებათ:


სიმინდის სახამებელი 120 გრ.

საკვები სოდა 60 გრ.

ყინულის კონტეინერი.

2-3 ს.კ წყალი.

⇒ 5 ს.კ მალამო "Vicks VapoRab".


image





მომზადების ტექნოლოგია:



ნაბიჯი პირველი - სიმინდის სახამებელი და სოდა კარგად შეურიეთ მშრალ ჭურჭელში ერთმანეთს.

image




ნაბიჯი მეორე - ნაზავს დაუმატეთ მალამო და კარგად აურიეთ. image




ნაბიჯი მესამე - მიღებულ მასას დაუმატე წყალი და ხელთათმანის საშუალებით ხელით გადაზილე. image




ნაბიჯი მეოთხე - მიღებული ტექსტურა გადაანაწილე ყინულის კონტეინერში და 2-3 საათით საყინულეში შეინახე. image


მითითებული დროის გასვლის შემდეგ ფორმებიდან ამოიღეთ მიღებული კუბები. შხაპის მიღებამდე მოათავსეთ სასაპნეში. ცხელი ორთქლის გავლენით კუბიკი დნება და გამოყოფს განსაკუთრებულ სამკურნალო არომატს. შხაპის მიღების შემდეგ გაციების საშინელი სიმპტომები დაგავიწყდებათ.




P.S. გისურვებთ ჯანმრთელობას!



2
536
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
536
  
16 აპრილი, 11:57
გუჯა, მადლობა.
16 აპრილი, 11:56
მართლა კარგია...
სტატია კი, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.
0 1 2