საზოგადოება „დაიმახსოვრეთ, თუ მოძრაობის ორგანიზატორი იქნება ერთი პიროვნება, პარტია – დაიჭერენ” – თეა თუთბერიძე 2024, 1 ნოემბერი, 15:57
. მოძრაობა “კმარას” თანადამფუძნებელი, თეა თუთბერიძე: / ქალაქების და რეგიონების საყურადღებოდ - არ არის საჭირო არავისთვის დალოდება და მითუმეტეს თბილისიდან ინსტრუქციების მიღება რა უნდა გააკეთოთ. თქვენ ადგილებზე უკეთესად იცით როგორ დაორგანიზდეთ და დაიწყოთ დაუმორჩილებლობის ტალღა. როგორ მოახდინოთ ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, დაკავება და ა.შ.
.
ეს არჩევნები ქოცებმა რომ წააგეს ეს მათ ყველაზე უკეთ იციან. როგორ გააყალბეს და შეეცადნენ მოპარვას ქართველი ამომრჩევლის არჩევანის ესეც ყველაზე კარგად მათ იციან. ისიც იციან რომ აბსოლუტურად არალეგიტიმურები არიან. ასე რომ ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლა მეგობრებო
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ქართველები უკრაინაში ვებრძვით რუსებს და როგორ შეიძლება საქართველოში ბრძოლის შეგვეშინდეს მათ წინააღლმდეგ?! რუსული იმპერიალიზმი საქართველოში უნდა დაემხოს!
![]() ![]() ![]() ![]() ![]() .
P.S. დაიმახსოვრეთ, დაუმორჩილებლობა უნდა დაიწყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ თბილისში!
.
P.S.p.s. ერთმანეთის გასაკრიტიკებლად დრო მერეც გვექნება. ახლა მთელი ენერგიის კონცენტრირება თვითორგანიზებაზე და მძლავრი წინააღმდეგობრივი მოძრაობების შექმნაზე უნდა მოვახდინოთ ყველგან, ვისაც სად როგორ შეგვიძლია. ზოგი ბარიკადებზე დადგება, ზოგი საჭმელს მოამზადებს და მოამარაგებს გარეთ მყოფ ადამიანებს, ზოგი ლეიბებს და სხვა საჭირო ნივთებს შეაგროვებთ, ზოგი იმღერებთ და იცეკვებს და ასე გაამხნევებს მეგობრებს და თანამერძოლებს და ა.შ.
.
დაიმახსოვრეთ, თუ დაუმორჩილებლობის და წაინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზატორი იქნება ერთი პიროვნება, პოლიტიკური პარტია ან/და ორგანიზაცია მათ დაიჭერენ და ასე შეეცდებიან ძალაუფლების უზურპირებას. მაგრამ თუ დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის მოძრაობების ორგანიზატორები ვიქნებით ყველა და საკუთარ თავებს თავად დავაორგანიზებთ და გადავალთ დაუმორჩილებლობაზე ყველგან, აქ უკვე გამორიცხულია ამისი ჩახშობა. ყველას ვერ დაიჭერენ
![]() .
და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც დაინახავენ რომ ამ პროცესს პირობითად გვარამიასთან, ან ხაზარაძესთან, ან გახარიასთან ან ნებისმიერ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან მოლაპარაკებით ან მათი შანტაჟით ვერ შეაჩერებენ მერე უკვე კი იცით რაც მოხდება
![]() ![]() ![]() (დღევანდელ ორივე სტატუსს აქ ერთად დავდებ ქოცებმა რომ არ იწვალონ მოძებნაზე
![]() .
464 1-ს მოსწონს
|