x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138526
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512195
მილიონერმა ბრაიან ჯონსონმა სიმელოტე დაამარცხა და საიდუმლოს გვიზიარებს
ცნობილმა ბიოჰაკერმა და მილიონერმა ბრაიან ჯონსონმა წარმოადგინა გადანერგვის გარეშე თმის აღდგენის დეტალური სახელმძღვანელო. ირწმუნება, რომ სიმელოტისადმი გენეტიკური მიდრეკილების მიუხედავად შეძლო დაკარგული თმის 70%-ის დაბრუნება და ჭაღარის მოშორება.



image



გაახალგაზრდავების ექსპერიმენტებით ცნობილმა 47 წლის ჯონსონმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ სიმელოტის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ შეძლო მისი დამარცხება და სქელი თმის აღდგენა ერთ წელზე ნაკლებ დროში. ჯონსონმა შთამბეჭდავი შედეგები სოციალურ ქსელში გააზიარა და თქვა, რომ მამაკაცებს შეუძლიათ შეინარჩუნონ თმა 40 წლის შემდეგ, თუ სწორად იმოქმედებენ.



როგორ შეაჩერა ბრაიან ჯონსონმა სიმელოტე?

image


ბიოჰაკერმა გააზიარა ძირითადი რეკომენდაციები:



1. დაიწყეთ მკურნალობა მანამ, სანამ პრობლემა შესამჩნევი გახდება. ასე მიაღწევთ უკეთეს შედეგებს და თმის ძლიერ ცვენას თავიდან აიცილებთ. „ბევრი ადამიანი კარგავს თმის 50%-ს მანამ, სანამ ამას გააცნობიერებს“ - აღნიშნა მან.



2. რაციონში ჩართეთ ცილები, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ასევე აუცილებელი ვიტამინები და მინერალები. ჯონსონმა თმის აღსადგენად დაიწყო ცილების, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების, რკინის, სელენის და ბიოტინის მიღება, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.



image



3. გარდა ამისა, ჯონსონი იყენებდა წითელი შუქით თერაპიას და მთელი დღის განმავლობაში სპეციალურ ქუდს იხურავდა. მკურნალობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გარეგანი საშუალებები, რომლებიც ინდივიდუალურად შეარჩია მისი გენეტიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.



4. მკურნალობის ბოლო ეტაპი იყოს თმის ცვენის საწინააღმდეგო წამლის მიღება, მინოქსიდილი აბების სახით. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ წამლის მიღება უსაფრთხოა მხოლოდ დაბალი დოზით, რადგან მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო გვერდითი ეფექტები, მათ შორის თავის ტკივილი და თმის ჭარბი ზრდა.



image

ბრაიან ჯონსონის გაახალგაზრდავება



ბრაიან ჯონსონი ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 2 მილიონ დოლარს სამედიცინო გამოკვლევებსა და გამაჯანსაღებელ პროცედურებში. მისი მიდგომა მოიცავს კვების, ძილის და ვარჯიშის საგულდაგულოდ დაგეგმილ პროგრამას.



ჯონსონი მკაცრ დიეტას იცავს. ჭამს მხოლოდ ექვსსაათიან მონაკვეთში. ბოლო კვებას ამთავრებს დილის 11 საათზე, რასაც მოჰყვება 18 საათიანი შიმშილობა. მის რაციონში შედის ოსპი, ბოსტნეული, კენკრა, კაკალი, თესლი და პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთი. თავს არიდებს შაქარს, დანამატებს, გადამუშავებულ პროდუქტებს, შემწვარ კერძებს და ძნელად წარმოსათქმელ ინგრედიენტებს.



image



ბრაიანი თვლის, რომ ძილი დაბერების საწინააღმდეგო საუკეთესო წამალია. ის პრიორიტეტს ანიჭებს ძილს, რასაც მოჰყვება ფიზიკური აქტივობა და კვება.



ყოველდღიური ვარჯიშები მოიცავს ძალოვან და კარდიო ვარჯიშებს, თუმცა ჯონსონი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მხარდასაჭერად დღეში 30 წუთი ფიზიკური აქტივობა საკმარისია.



დღეში დაახლოებით 3 ლიტრ წყალს მოიხმარს, ამასთან 16:00 საათის შემდეგ ცდილობს არ დალიოს, რომ ღამით არ გაიღვიძოს. ყოველდღიურად 120 გრამ ცილას მოიხმარს, რაც, მისი აზრით, საკმარისია კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და მეტაბოლური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.



გარდა ამისა, ახლახან გაიარა „პლაზმის ტოტალური გაცვლა“ ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად. ჯონსონის თქმით, მთელი პლაზმა ამოიღეს მისი სხეულიდან და ჩაანაცვლეს ნატურალური ცილოვანი ნივთიერებით, ალბუმინით, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილების ზრდას და აღდგენას.




ასევე დაგაინტერესებთ:

იაპონელს დღეში მხოლოდ 30 წუთი სძინავს უკვე 12 წელია

ექსპერიმენტი: იდენტური ტყუპი ძმიდან ერთ–ერთი 12 კვირა ვეგანურ კერძებს ჭამდა, მეორე კი ხორციანს

ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება

1 კვირა, თვე, წელი: რა ხდება ორგანიზმში, როცა ალკოჰოლს თავს ანებებთ

„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს


0
186
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
186