x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ დავუმეგობრდეთ საკუთარ კატას? – სამეცნიერო კვლევის შედეგები და რეკომენდაცია

image


მეცნიერები კვლევის შედეგად, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თვალების მოჭუტვა — კატებთან კონტაქტის დამყარების, ყველაზე ეფექტური გზა არის. პორტსმუთის და სასექსის უნივერსიტეტებში (დიდი ბრიტანეთი) ჩატარებულ კვლევაში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ჟესტი, ე. წ. "კატის ღიმილის" იმიტაციას წარმოადგენს და როგორც ჩანს, ხელს უწყობს ადამიანებსა და კატებს შორის, კავშირის დამყარებას.

«როგორც ცხოველთა ქცევის მეცნიერი და კატის მფლობელი, გახარებული ვარ, რომ კატებს და ადამიანებს შორის, კომუნიკაციის ხერხი და გზა აღმოვაჩინეთ», — განაცხადა სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის პროფ. კარენ მაკკომბმა, რომელიც აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობდა.

«შეეცადეთ, როდესაც კატა სახეში გიყურებთ, ისე, თითქოს, მოდუნებულად იღიმით, თვალები მოჭუტოთ, ხოლო შემდე, 1–2 წამით დახუჭეთ. თქვენ შეამჩნევთ, რომ ისინიც ანალოგიურად რეაგირებენ და მათთან, ერთგვარი დიალოგის დაწყების შესაძლებლობა გექმნებათ» — ასეთია პროფ. მაკკომბის რეკომენდაცია.

კვლევამ აჩვენა, რომ კატები უფრო ნელა ახამხამებენ თვალებს, როდესაც მფლობელები, მათი ყურებისას, თვალებს ჭუტავენ და ნელა ხუჭავენ, იმასთან შედარებით, როდესაც ისინი საერთოდ არ ურთიერთობენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფარაონების საფრენი საშუალებები და ეჭვი, რომ ტუტანხამონის ნაადრევი სიკვდილი მფრინავ აპარატს უკავშირდება

* ის, რაც, სავარაუდოდ, არასდროს გინახავთ – 2 (15 ფოტო)

* რატომ გაყო სტალინმა გოგონები და ბიჭები სკოლებში და რა შედეგი მოჰყვა მის ექსპერიმენტს?

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0