x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მეფეებს აგინეს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ქართულ ჯარს აგინეს, პოლიციელებს აგინეს … და რატომ წავაგეთო“ – ედმონდ მინაშვილი
image

.

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ედმონდ მინაშვილი ოპოზიციის მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წაგებას ეხმიანება. მსახიობი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ამ ქვეყანაში ყველა ღირსეულ პროფესიონალს აგინა და ამის შემდეგ მათ საარჩევნო მარცხი აღარ უნდა გაუკვირდეთ.

.


ბიჭოო ...

დიდებულ მეფეებს აგინეს,
ისტორიას აგინეს,
სპორტსმენებს აგინეს,
ხელოვანებს აგინეს,
ქართულ ჯარს აგინეს,
პოლიციელებს აგინეს,
პატრიარქს და მღვდლებს აგინეს,
მრევლს აგინეს,
ტრადიციებს აგინეს,
მშვიდობას აგინეს,
ღვინოს აგინეს,
კახელებს აგინეს,
იმერლებს აგინეს,
აფხაზებს აგინეს,
მარნეულელებს აგინეს,
ელჩებსაც აგინეს,
საკუთარი ბელადი ადიდეს,
ერთმანეთის ცოლებიც კი გაცვალეს,
სამშობლო გაყიდეს,
სტრასბურგში ვერცერთი საქმე ვერ მოიგეს,
ვისი ვისაში აქვთ ვერ გაიგებ,
ერთმანეთს ხომ მკვდარი და ცოცხალი აგინეს და აგინეს ... დაა ჰოი საოცრებავ ... ????
რატომ და როგორ წავაგეთოოო?!????‍♂️????
(სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს)– წერს ედმონდ მინაშვილი.
.

4
628
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
628
  
30 ოქტომბერი, 21:28
ახლა ლეგიტიმაციაზე და ოპოზიციის იმედზე,დასავლეთი არ აღიარებს ამ არჩევნებს თურმე,ხოდა დასავლეთი ვინ ჩემი შაშა კოლა,ვინ მიანიჭა ლეგიტიმაციის მიცემის უფლება ან ვის აინტერესებს მათი აზრი? ამ ქვეყანაში ბევრი დებილი ცხოვრობს,რომელმაც არც საკუთარი ისტორია იცის და არც ჭკუა მოეკითხება,თორე დასავლეთიდან ლეგიტიმაციის მიღებას არ დაელოდებოდა. განგანათლებთ,ქართველი მეფეები ხან ირანში მიდიოდნენ ლეგიტიმაციის მისაღებად და ხან ოსმალეთში,მაშინ საქართველო დაპყრობილი იყო. ზოგი სარწმუნოებასაც კი იცვლიდა რო ქვეყანა ემართა. 300 წელი საქართველოს ქრისტიანულად მირონცხებული მეფე არ ყავდა,მხოლო ერეკლემ და თეიმურაზმა შეძლეს ეს ამბავი. წავიდნენ იმპერიის წინააღმდეგ და მაშინაც ბევრი იყო,ვინც არ ეთანხმებოდა ამ ამბავს. თეიმურაზს სულ იმას ახსენებდნენ რო ქართლის ტახტი არ გეკუთვნისო და ნადირთან ამიტომ მიდიოდა,რათა მისი სიკვდილის შემდეგ ერკლეს შეძლებოდა ქართლ-კახეთის გაერთიანება და მართვა. მაშინაც,რეგიონებში მცხოვრები ხალხი ედგა გვერდზე ერეკლეს და ახლაც ეგრეა,ბიძინას ეგ ხალხი უდგას გვერდზე. გაზულუქებული თავადები არ უჭერდნენ მხარს(ეხლაც ეგრეა,ფულიანი სასტავი ანუ ენჯეო სექტორი ან მათი დაფინანსებულები) და ერეკლემ გადაწყვიტა მიემართა რუსეთისთვის(დღეს ჩინეთია),რათა თავი გადაერჩინა ქვეყანას. მერე იყო კრწანისის ბრძოლა,4 ათასი მებრძოლი ძლივს მოაგროვა ერეკლემ(სოლომონ მეორემ ვერ ჩამოუსწრო) და 3 წლის მერე,12 ათასი მხედარი მიასვენებდა თელავიდან მცხეთას მის ცხედარს. ეს ყველაფერი მეორდება,დღესაც ესეა და იგივე პრობლემები აქვთ ქოცებს. შორს ვარ იმ აზრისგან რო ბიძინა გავაიგივო ერკლესთან,სიტუაციას ვადარებ ერთმანეთს. ერეკლეს ვერცერთი მეფე საქართველოს ისტორიაში ვერ შეედრება,ვერც დავითი და ვერც გიორგი მეხუთე,ვერც თამარი და ვერც ალექსანდრე. ერეკლეს დარი მეფე საქართველოში არც მანამდე და არც მის მერე არ დაბადებულა. რაც ამ კაცმა ქვეყნისთვის და ხალხისთვის გააკეთა შეუფასებელი და დაუფასებელია. ამიტომაც არის დაკრძალული სვეტიცხოველში,იქ სადაც ქრისტეს კვართი განისვენებს,იქ სადაც ქართველებისთვის ყველაზე წმინდა ადგილია. ამას ყველა ვერ იმსახურებს,ერეკლემ დაიმსახურა და ამ ადამიანს მოღალატე დაუძახეს,ხოდა ხმას კახეთი არ მისცემდა ოპოზიციას და
30 ოქტომბერი, 21:10
და კიდევ,როცა ამერიკლებს ან ევროპელებს შეაფასებინებთ რაიმეს,იქნებ მანამდე გვითხრათ,რა დაემართა საარჩევნო ყუთებს ამერკაში? ან იქნებ ბიძინამ დაწვა ის ყუთები და იქაც არჩევნებს აყალებებს პუტინის დავალებით,ხო ასეა? ნათქვამია,ისეთმა ფურმა უნდა გაგწიხლოს,შენზე მეტს რო იწველიდესო და არის კი ამერიკა ეგეთი ფური? იმას რო თავი დავანებოთ,რაც 2020 წლის არჩევნებზე მოხდა და როგორ მოპარეს არჩევნები ტრამპს,რის გამოც კაპიტოლიუმზე შტურმი დაიწყო,ადამიანები დახოცეს და ზოგი ეხლაც ციხეში ზის. საქართველოში კი,ადმინისტრაციულით გამოძვრნენ პარლამენტზე შტურმის მიმტანები და კიდევ ქოცეთი არის ავტორიტარული რეჟიმი? იმას რო თავი დავანებოთ რო ოპოზიციური ტელევიზიები დეზინფორმაციის კანტორაა,ცილისწამება და ტყუილის ბუმი აქვთ ყოველდღიურ რეჟიმში. ბულინგის და დაშინების კამპანიაზე აღარეფერს ვამბობ,რაც მთელი საარჩევნო კამპანიას თან ახლდა. ახლა არ მითხრა რო ქოცების მხიდან ხდებოდა ეს ამბავი. მგზავრების ეპიზოდი რად ღირს ამის დასტურათ და კიდევ იმაზე საუბრობთ რო რამე აშვაებს ქოცეთი. რეალურად,საქართველო გადარჩა,ამ ქვეყნის უმეტესობას გონი ჯერ კიდევ შერჩენია და თუ მართლა გაყლაბდა,მადლობა ამისთვის ბიძინას. როცა ადამიანი ისეთი დებილი ხარ რო ვერ ხვდები რას აკეთებ,შენს ჭკუაზე ხო არ გაგიშვებენ? ოპოზიციაში არიან და რა ბულინგის კამპანიას აწარმოებენ,ესენი რო მთავრობაში მოვიდნენ,რას იზავენ წარმოიდგინე. თუმცა ამ ქვეყანაში 850 ათასი ხონის ფსიქიატრიულის პაციენტია და გიჟებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ,ასე ეს ამბავი. ქოცები ვერ არეგისტრირებენ ამ გიჟებს,შენახვა ხო უნდათ ან ადგილები ფსიქატრიულში,ხოდა ადგენენ და გააყალბეს(თუ დავუშვებთ რო მართლა გააყალბეს).
30 ოქტომბერი, 20:58
მოიცა,ღვინოში ჩაგიფსითო არჩევნების მერე იყო თუ ერეკლეს მოღალატე ახლა ეძახეს? ყ...ქალა სალიტას როდის ეძახეს ან მართმადიდებლობას სიბნელე როდის დაუძახეს? მოკლე მეხსიერება კარგი რამე არ გეგონოთ,სირცხვილია უბრალოდ,როცა იცი მართალს ამბობს და მაინც ბოდიალობთ რაღაცას. თავი გამოყავით სოციალური ქსელებიდან და საკუთარი ბაბლიდან,დაინახავთ რო არაფერი გაყალბებულა და ოცნება რეალურად მოიგო. ლგბტ ქარტიას ხელი მოაწერეს და გიკვირთ რო წააგეს?
30 ოქტომბერი, 18:26
ღმერთო ჩემო, ხომ იცის ამ ტიპმა რომ არჩევნების წაგების მერე აგინეს და არა მანამდე. ანუ ზემოთჩამოთვლილმა პირებმა იცოდნენ, რომ ოპოზიცია არჩევნების მერე აგინებდა და ხმა არ მისცეს? :) იდიოტობასაც ხომ აქვს საზღვარი არა
0 1 4