საზოგადოება „ვინც ოცნებას ხმას აძლევს ყველა ქოცი არ არის, ისინი სტატუს ქვოს ირჩევენ“ - ჩერგოლეიშვილი 29 ოქტომბერი, 13:38
.
თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის სტუდიაში ნათია კუპრაშვილის გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.
.
“ის ხალხი, რომელიც ქართულ ოცნებას ხმას აძლევს ქოცი არ არის. ის ხალხი უბრალოდ სტატუს ქვოს ირჩევს. ხმას აძლევს იმის წინააღმდეგ, რასაც მომავალში ხედავს. ესაა ომი, შურისძიება და ა.შ. სიცოცხლის დაკარგვის შიში ძალიან მნიშვნელოვანია. ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ შიშების განეიტრალებას. სანამ ოპოზიცია არ გააცნობიერებს და ამის განეიტრალებაზე ფიქრსს არ დაიწყებს, მანამდე ვერ წარმომიდგენია. . ჩვენი პარტია გააგრძელებს ამას და აკრეფს მხარდაჭერას, იმიტომ რომ სწორად ვმუშაობთ და პატივისცემით ვმუშაობთ ამომრჩეველთან. იმ ამომრჩეველთან, რომელიც გვენდობა. სხვებიც რაც უფრო მალე გაიაზრებენ იმას, რომ ფულით ივანიშვილს ვერ აჯობებ და სხვა რამ უნდა შეცვალო. ამიტომ სახე არ უნდა დაკარგო, პარტნიორები არ უნდა გაწირო და ოლიგარქს არ მიეყიდო. ჯობია შინაარსი გქონდეს სამართლიანი. იყონ თავისუფალ კონკურენციაში იმისათვის, რომ ძალა მოგემატოს და გარანტირებული სატელევიზიო ეთერი არ გქონდეს, სადაც კითხვას არავინ გისვამს. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს ოპოზიციაში. ჟურნალისტი ჟურნალისტს უნდა ჰგავდეს და პატივი სცეს თავის პროფესიას და აკეთოს ის, რაც ევალება. აღარ გაიგება ვინ კოპოზიციაა, ვინ ჟურნალისტია. არხიდან არხზე ვრთავდი და ჟურნალისტები ჩვეულებრივ ზეიმობდნენ გავიმარჯვეთო. ასე არ შეიძლება. ტელევიზიას რაღაც ნდობა ხომ უნდა ჰქონდეს. . ელექტრონული არჩევნების ჩატარების მოთხოვნა თავის დროზე ოპოზიციამ დააყენა და მე მახსოვს, მუდმივად ამას ითხოვდნენ. არჩევნებამდეც ყველა ამბობდა, რომ სანდოა ეს არჩევნები და პრეტენზიები არ იყო. . მანამდე სიებში დუბლირების და ხმის რამდენჯერმე მიცემის საკითხზე წაკითხული მაქვს არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასწარი დასკვნები. საია ამბობს, რომ ძალიან რესპექტაბელური კომპანია ატარებს აუდიტიტს, აუდიტი უნდა ჩატარდეს არჩევნებამდეც და შემდეგაც. გამორიცხულია ხმების გაყალბება. როდის მატყუებდნენ მანამდე თუ ახლა? საზოგადოებისთვის ხომ უნდა იყო დამაჯერებელი. აქამდე ისე საუბრობდნენ, ახლა სხვანაირად ამბობენ. . . დამაჯერებელი გამარჯვებისთვის 1.2 მილიონმა უნდა მისცეს ხმა ოპოზიციას (გადალახულ, გადაულახავს - ჯამში).
თუ ალტერნატივად სააკაშვილი და მისი სატელიტები ჩანან, 1.2 მილიონი ხმის ოპოზიციისკენ კონსოლიდაციის შანსი არათუ მცირდება, არამედ ბიძინასკენ ისვრის.
.
(და სხვა ვერაფერი გამოჩნდება ალტერნატივად, ობიექტურად ეგრეა - ზურაბიშვილი/ხაზარაძე/გახარია ერთობის ჩავარდნის შემდეგ).
ჩვენ გვყავს ამომრჩეველი, რომელიც ჩვენი გავარდნის შემდეგ, ხმას ქოცებს აძლევს იმიტომ რომ "ჩვენ გარდა, მიშას სხვა ვერავინ გააკავებს" - ცოტა, მაგრამ ეგეთიც გვყავს.
.
ამ გადმოსახედიდან ვუყურებ პრეზიდენტის ინიციატივას - არარეალისტური მგონია, მაგრამ ლოგიკა გასაგებია - მითუმეტეს, რომ მისი 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის გამოცდილება არსებობს. - წერდა ჩერგოლეიშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ფეისბუქში.
497 1-ს მოსწონს
|