საზოგადოება ჭორვილის საარჩევნო შედეგები –– სოფელ ჭორვილაში გახარიამ 29 ხმა მიიღო, გვარამიამ 15 ხმა, ნაცმოძრაობამ 8 28 ოქტომბერი, 22:26
.
ქართულმა ოცნებამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მაღალი 90%-იანი მხარდაჭერა საჩხერის ოლქში მიიღო, ეს კი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორით აიხსნება. კახეთის მასშტაბით ყველაზე მაღალი მხარდაჭერა დედოფლისწყაროში ჰქონდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერას ნიშნავს.
.
ჩვენ დავინტერესდით გვენახა სოფელ ჭორვილაში რამდენი ხმა აიღო ოპოზიციამ და კონკრეტულად როგორ გადანაწილდა მხარდაჭერა. ცესკო-ს ცნობით საჩხერის სოფელ ჭორვილაში ორი საარჩევნო უბანი მოქმედებდა., საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილის მშობლიურ სოფელში #28 და #29 უბნები იყო გახსნილი. . 28-ე უბანზე, რომელიც ჭორვილის სკოლაში მოქმედებდა 661 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საიდანაც ხმა მისცა 497–მა ამომრჩეველმა. გაბათილდა 3 ბიულეტენი. /იხილე ოქმი/ ოცნება – 440 ხმა 89.06% გახარია – 15 ხმა ლელო – 14 ხმა გვარამია–მელია – 8 ხმა ნაცმოძრაობა – 7 ხმა გირჩი – 4 ხმა პატრიოტთა ალიანსი – 2 ხმა ლეიბორისტები – 2 ხმა #29–ე უბანზე, რომელიც ჭორვილის რიტუალების სახლში მოქმედებდა სულ 812 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საიდანაც ხმა მისცა 660–მა. გაბათილდა 14 ბიულეტენი. /იხილე ოქმი/ ოცნება – 617 ხმა 95.36% გახარია 14 ხმა გვარამია–მელია – 7 ხმა ლელო – 3 ხმა გირჩი – 2 ხმა პატრიოტთა ალიანსი – 1 ხმა ლეიბორისტები – 1 ხმა ნაცმოძრაობა – 1 ხმა .ამას გარდა, ივანიშვილის ხელისუფლებამ მაღალი მხარდაჭერა მიიღო საჩხერის ოლქის შემდეგ სოფლებში: სოფელი ცხამი 94.27% სოფელი ეთო–ეხვევი 91.54% სოფელი დარყა 90.20% 90.66%–იანი მხარდაჭერა ჰქონდა საჩხერის სოფელ გაღმამთაში, სოფელი იცქისი 89.68% სოფელი სპეთი 89.94% საჩხერის 50–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 53 უბანი მოქმედებდა. იხილეთ ყველა უბნის შედეგები აქ> 326 შეფასება არ არის
|