საზოგადოებრივი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მსოფლიო არქეოლოგიაში 5 ნოემბერი, 8:27 1922 წლის 6 ნოემბერი ეგვიპტოლოგებისთვის ერთ–ერთი ყველაზე ტრიუმფალური დღე იყო. ბრიტანელმა ლორდ კარნარვონმა, რომელიც ძველ ეგვიპტეს იკვლევდა, მის მიერ დაქირავებული არქეოლოგის ჰოვარდ კარტერისგან ინფორმაცია მიიღო, რომ მეფეთა ხეივანში, სადაც ეგვიპტის ფარაონები იყვნენ დაკრძალულები, ხელუხლებელი სამარხი აღმოაჩინეს. ლორდი ეგვიპტეში ჩავიდა და უკვე 26 ნოემბერს, მეცნიერებმა სამარხის გახსნა დაიწყეს. გაირკვა რომ ის რამდენიმე ოთახისგან შედგებოდა. პირველი, პრაქტიკულად, მოოქრული და ოქროს ნივთები იყო გამოტენილი: ეტლები, ტახტები, თავსაბურავები, საწოლები, ქანდაკებები... მეორე ოთახში ყუთები იდგა, რომელიც ოქროს იარაღით, ჭურჭლით და საჭმელ–სასმელი იყო სავსე. ხოლო, როდესაც კედელი გახსნეს, მესამე – ძირითადი ოთახი აღმოაჩინეს, რომელშიც ტუტანხამონის სარკოფაგი იყო. 19 წლის ფარაონის* სარკოფაგი რვა, ერთმანეთში ჩადებული ნაწილისგან შედგებოდა: გარედან ოთხი ოქროს კუბი და ერთი ქვის სარკოფაგი იყო, რომელშიც სამო ოქროს კუბო იყო. ფარაონის მუმია სულ ბოლო კუბოში იყო ჩასვენებული და მას სახეს ოქროს ნიღაბი უფარავდა. ფარაონს სხეულზე 2 ოქროს ხანჯალი ჰქონდა შემოკრული. გარდა ამისა, სარკოფაგში 141 ოქროს ნივთიც აღმოაჩინეს, – ძირითადად, სამკაული და აქსესუარები. ბოლო, მეოთხე ოთახში, სარკოფაგები იდგა, ტუტანხამონის მშობლების და შვილების სახელებით და ასევე, 18 სკივრი, ფარაონების მოოქრული ფიგურებით და სამკაულით. საერთო ჯამში, სამარხში აღმოჩენილი ოქროს არტეფაქტების წონა, დაახლოებით, 1, 2 ტონას შეადგენდა. ხოლო, ნივთების საერთო რაოდენობა, – 5398–ს. სამარხის დემონტაჟს და ნივთების დახარისხებას, თითქმის 7 წელი დასჭირდა. ამდენი ოქროს ნივთის აღმოჩენის მიუხედავად, მეცნიერთა ყურადღება ხანჯალმა მიიქცია, რომელიც ბევრად მოკრძალებულად გამოიყურებოდა და რკინისგან იყო დამზადებული. მას ოქროს სახელური ჰქონდა, რომელზეც ბროლის ბურთი იყო წამოცმული. რაც შეეხება ოქროს ჩუქურთმებს, – მასზე ბუმბული, შროშანი და ტურის თავი იყო გამოსახული. რა იყო მასში განსაკუთრებული? – ის რომ, ტუტანხამონი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა და რკინა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. თავიდან დანამ, თუ ხანჯალმა, ყურადღება სწორედ ამით მიიქცია, რადგან ძველი ტექნოლოგიებით, ზებუნებრივი და განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინეს. არტეფაქტის შესწავლის მცდელობა, გასული საუკუნის 70–იან წლებშიც ჰქონდათ. თუმცა, უშედეგოდ... და მხოლოდ 10 წლის წინ, პორტატიული რენტგენის ფლუორესცენციური სპექტრომეტრიის გამოყენებით, დაადგინეს რომ დანის პირი რკინის, ნიკელის და კობალტის შენადნობისგან იყო დამზადებული, რაც ბრინჯაოს ხანისთვის, მეტისმეტად უცნაური ნაერთია და გაოცებას სწორედ ეს იწვევს. უფოლოგების მტკიცებით, ეს ხანჯალი მენტორი–უცხოპლანეტელების საჩუქარია, რომელიც ფარაონს მოძღვრავდა და აკონტროლებდა. ამრიგად, ტუტანხამონის სამარხი, ყველაზე მდიდარ და წარმოუდგენლად პომპეზურ სამარხად ითვლება, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. გარდა ამისა, მისი აღმოჩენა, მთავარი მოვლენა, არა მხოლოდ ეგვიპტოლოგიაში, არამედ, ზოგადად, მსოფლიო არქეოლოგიაში. * როგორც ცნობილია, ფარაონი ტუტანხამონი ტახტზე 9 წლის ასაკში ავიდა. თუმცა, ქვეყნის ხელმძღვანელობა, რეალურად, სავარაუდოდ, 15-16 წლისამ ჩაიბარა. 19 წლის კი, გარდაიცვალა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი – მკვლელობა იყო. შემდეგ, მეცნიერებმა, ყურადღება მიაქციეს, მის მიერ, სიცოცხლეში მიღებულ უამრავ ტრავმას, რომელიც, ძირითადად, მექანიკურ დაზიანებებთან იყო დაკავშირებული. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* უძველესი ისტორიები დედამიწის სიღრმეში არსებულ სამყაროზე* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (VI ნაწილი)* ვინ არის დამნაშავე? – 3 დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას2334 2-ს მოსწონს
|