x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფარაონების საფრენი საშუალებები და ეჭვი, რომ ტუტანხამონის ნაადრევი სიკვდილი მფრინავ აპარატს უკავშირდება

ძველი ეგვიპტე, ისტორიული თვალსაზრისით, ერთ–ერთი ყველაზე იდუმალი ქვეყანაა. თავად განსაჯეთ, რამდენი ხანია სწავლობენ, რამდენი არტეფაქტია აღმოჩენილი... მაგრამ, უპასუხო კითხვების რაოდენობა, არა და არ მცირდება. ბევრი ექსპერტი, ჯერ კიდევ იმით არის გაკვირვებული, თუ როგორ შეიქმნა და აშენდა სფინქსი და პირამიდები – ამ ქვეყნის მთავარი ატრიბუტები. თუმცა, აქ არტეფაქტებზე და პირამიდებზე უფრო მეტად იდუმალ რაღაცეებზე – ფარაონების მფრინავ აპარატებზე გვექნება საუბარი.

იმის შესახებ, რომ ძველი ეგვიპტის მმართველებს რაღაც საფრენი მოწყობილობები ჰქონდათ, წერილობითი წყაროებით მტკიცდება. თუნდაც, ყველაზე ელემენტარული მაგალითი ავიღოთ: ბრძოლების აღწერისას, რომელიც დროდადრო ხდებოდა, გამოყენებულია იეროგლიფი, რომელიც შემდეგნაირად ითარგმნება: «ბრძოლის ველს შემოუფრინა», «ბრძოლის ველს ფრინველის ფრენის სიმაღლიდან აკვირდებოდა», «ზეცისკენ გაფრინდა და ღმერთებთან ერთად ბჭობდა» და ა. შ.


image


სკეპტიკოსებს, შეუძლიათ ჯიუტად ამტკიცონ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება ყოფილიყო, რადგან მსგავსი რამ, პრინციპში, ვერ იქნებოდა... თუმცა, ამ შემთხვევაში, უძველესი წყაროებისადმი, შერჩევით დამოკიდებულებას ექნება ადგილი: თუ ჩვეულებრივი, ყველასთვის გასაგები რამ არის აღწერილი, – ე. ი. წყარო სანდო... და სადაც ისეთი რამ არის, რაც ლოგიკას არ ექვემდებარება, – ფანტაზიის ნაყოფია?

განვიხილოთ კიდევ ერთი უტყუარი მაგალითი, რომელიც ძველ ეგვიპტეში საფრენია აპარატების არსებობის ირიბ მტკიცებულებად გამოდგება:

როგორც ცნობილია, ფარაონი ტუტანხამონი ტახტზე 9 წლის ასაკში ავიდა. თუმცა, ქვეყნის ხელმძღვანელობა, რეალურად, სავარაუდოდ, 15-16 წლისამ ჩაიბარა. 19 წლის კი, გარდაიცვალა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი – მკვლელობა იყო. შემდეგ, მეცნიერებმა, ყურადღება მიაქციეს, მის მიერ, სიცოცხლეში მიღებულ უამრავ ტრავმას, რომელიც, ძირითადად, მექანიკურ დაზიანებებთან იყო დაკავშირებული.


image


გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ფარაონი რადიაციული დაავადებით იყო დაავადებული. მსგავსი ეფექტი, შეიძლება მოხდეს, მაგ., რადიოაქტიური ლითონისგან დამზადებული ნაკეთობის, ან იარაღის ტარებისას. მაგრამ, მისი სარკოფაგის კვლევისას, მსგავსი არაფერია აღმოჩენილი. სწორედ მაშინ გაჩნდა, წარმოუდგენელი ჰიპოთეზა, რომ ტუტანხამონი, საკუთარი საფრენი აპარატით ცუდად დაეშვა, ან ჩამოვარდა. მართალია, გადარჩა, მაგრამ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე კოჭლობდა და ხელჯოხით დადიოდა. მას თმა გასცვივდა და კბილების ნაწილი დასცვივდა. ასევე აღსანიშნავია, რომ მის მუმიას არ ჰქონდა ფრჩხილები. ანალიზის შედეგმა კი აჩვენა, რომ სიცოცხლეში მიღებული დასხივების რაოდენობა – 380-450 რენტგენს შეადგენდა. სავარაუდოდ, რადიაციული დასხივება, მან ზემოთ ხსენებული ავარიის დროს მიიღო. ალბათ, მფრინავი საშუალება დაზიანდა, საწვავმა გამოჟონა, რომელიც რადიოაქტიური იყო, ხოლო ფარაონი, გარკვეული პერიოდი, ურთიერთობდა მასთან, ვიდრე დახმარება არ გაუწიეს და საშიშ ნივთიერებას არ მოიცილეს.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ზოგჯერ, ყველაზე ფანტასტიკური ვარაუდიც კი, შეიძლება, რეალური აღმოჩნდეს. ამიტომ, ძველ ეგვიპტეში, თუნდაც ჰიპოთეტურად, მფრინავი აპარატის არსებობა, არავის უნდა უკვირდეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ გაყო სტალინმა გოგონები და ბიჭები სკოლებში და რა შედეგი მოჰყვა მის ექსპერიმენტს?

* ეგვიპტის გიგანტური სარკოფაგების საიდუმლო

* ის, რაც, სავარაუდოდ, არასდროს გინახავთ... (20 ფოტო)

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას


0
1177
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0