x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იცით, რატომ აშენებდნენ პირამიდებს?

რატომ აშენებდნენ? ყოველ შემთხვევაში, იმიტომ არა, რომ ეგვიპტის ფარაონებს განსასვენებლები მოეწყოთ და საერთოდ, როდესაც პირამიდები შენდებოდა, მაშინ არც ეგვიპტე იყო და მითუმეტეს, არც ფარაონები არსებობდნენ.

imageimageეგვიპტის გარდა, პირამიდები დედამიწის სხვადასხვა რეგიონებშიც არის აშენებული და მათი მდებარეობა, ზუსტად ემთხვევა ნეოლითის ხანის მიწადმოქმედების ცენტრების მდებარეობას, რომლებიც ჩვენს ერამდე XI ათასწლეულში შეიქმნა, სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში ერთდროულად.

image

image

image

მიუხედავად იმისა, რომ პირამიდები ერთმანეთისგან გარეგნულად განსხვავდებიან, მეცნიერები თვლიან, რომ ყველა პირამიდა ერთი და იმავე დროის მონაკვეთში და ერთნაირი ტექნოლოგიით არის აშენებული.

image

imageimageმკვლევარების ერთი ნაწილის აზრით, პირამიდა, იმ პერიოდში, ელექტრო სადგურის ფუნქციას ასრულებდა. ამ დასკვნამდე, მეცნიერები პირამიდების აგებულების დეტალური შესწავლის შემდეგ მივიდნენ. კვლევებმა აჩვენა, რომ: ყველა პირამიდა ძლიერი მაგნიტური ველის ზონაში არის აშენებული. შიდა კედლები დოლომიტიანი კირქვით არის ამოყვანილი. ამ სახის კირქვა, 4-დან 17 %-მდე მაგნიუმის ოქსიდს შეიცავს და ელ. დენს კარგად ატარებს, ხოლო პირამიდის გარეთა კედლები, სუფთა კირქვით არის აშენებული და დენს საერთოდ არ ატარებს. ამრიგად, პირამიდის შიგნითა კედელი სადენის ფუნქციას ასრულება, ხოლო გარეთა - იზოლაციის.
გარდა ამისა, ყველა პირამიდის თავზე, დიდი კრისტალი იყო დამაგრებული, რომელიც მზისა და ვარსკვლავების სხივების აკუმულაციას ახდენდა და დედამიწის მაგნიტურ ველთან ერთად, სხივურ ენერგიას, ელექტრო ენერგიად გარდაქმნიდა. ასე წარმოიქმნებოდა პირამიდის შიგნით ელექტრო-მაგნიტური ტალღები. ერთადერთი პირამიდა, რომელიც სრული სახით არის შემორჩენილი, ჩინეთში მდებარეობს და თეთრი პირამიდის სახელით არის ცნობილი.

imageდღეს, ეგვიპტის პირამიდების თავზე, კრისტალები აღარ არის, მაგრამ შიგნით მაინც ძლიერი მაგნიტური ფონია. ამის გამო, პირამიდების თავზე ფრენა აკრძალულია, რადგან დიდია თვითმფრინავის ჩამოვარდნის ალბათობა. იმის მტკიცებულებად, რომ პირამიდების შიგნით ელექტრო დენი იყო, ისიც გამოდგება, რომ არსად ჩანს ზეთის წვის კვალი და შიდა კედლებზე, ნათურები არის დახატული.

image

პირამიდები, რომ ელექტრო ენერგიის გამოსამუშავებლად შენდებოდა გასაგებია, მაგრამ რისთვის იყო საჭირო ეს ენერგია?
ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის მტკიცებით, ჰერკულესის სვეტების გადაღმა (იგულისხმება გიბრალტარის სრუტე), ატლანტიკის ოკეანეში, წარღვნამდე, კიდევ ერთი კონტინენტი არსებობდა, რომელზეც მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები, ატლანტები ცხოვრობდნენ. მათ ნავებისა და გემების გარდა, სხვადასხვა სახის საფრენი აპარატებიც ჰქონდათ და მთელ პლანეტაზე დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ საფრენი აპარატებისთვის იყო საჭირო პირამიდებში გამომუშავებული ელექტრო ენერგია.

image

image

image

ერგვიპტეში, დენდერის ჰატჰორის ტაძრის გარე კედელზე, იეროგლიფებთან ერთად, ამოტვიფრულია მფრინავი ობიექტების ფორმის ფიგურები, რაც პლატონის სიტყვებს ადასტურებს.

image

imageყოველივე ამის შემდეგ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ატლანტებმა დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კოლონიზაცია მოახდინეს, იქ მიწათმოქმედების ცენტრები დაარსეს და კოლონიების გასაკონტროლებლად საჭირო გახდა პირამიდების აშენება, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციისთვის.

ეს ყველაფერი, 12 000 წლის წინ, ანუ ჩვენს ერამდე 10 000 წლის წინ ხდებოდა (იხ. ეგვიპტის პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული) და ვინ იცის, დღეს რა იქნებოდა, რომ არა წარღვნა დედამიწაზე...

შუმერული ჩანაწერების მიხედვით, მარსსა და იუპიტერს შორის, კიდევ ერთი პლანეტა იყო, რომელიც დღეს ფაიტონის სახელით არის ცნობილი და კიდევ ერთი პლანეტა, მზიდან საკმაოდ მოშორებით – პლანეტა ნიბირუ, რომელიც ბოლო ვიზიტის დროს, ფაიტონს შეეჯახა და ნამსხვრევებად აქცია. შეჯახების შედეგად, ფაიტონის ორბიტაზე ასტეროიდების სარტყელი გაჩნდა. დიდი კატასტროფა მოხდა, ფაიტონის სიახლოვეს მდებარე, პლანეტა მარსზე, რომლის დროსაც მას ქერქი სკალპივით გადასძვრა. ხოლო დედამიწაზე, ჩამოვარდნილმა ფაიტონის ნაწილმა, რომელიც 2 ბილიონ ტონაზე მეტს იწონიდა, დედამიწის ქერქი გახეთქა. შეჯახების დროს გამოყოფილი ენერგია 30 000 ატომური ბომბის აფეთქების დროს გამოყოფილი ენერგიის ტოლი იყო. წარმოიქმნა დიდი რაოდენობით წყლის ორთქლი, რომელიც შემდეგ, ხანგრძლივი წვიმების მიზეზი გახდა. ოკეანეში წარმოიქმნა ცუნამი, 10 კმ-იანი ტალღებით და ყველა კონტინენტი გადარეცხა ანუ წარღვნა მოხდა დედამიწაზე. პლატონი ატლანტიდის დაღუპვის თარიღად, ჩვენს ერამდე, მეცხრე ათასწლეულს ასახელებს. ამ თარიღის და შუმერების მიერ ხსენებული, პლანეტა ნიბირუს დედამიწის სიახლოვეს გამოჩენის ქრონოლოგიის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავადგინოთ, დედამიწაზე მომხდარი წარღვნისა და ატლანტიდის დაღუპვის ზუსტი თარიღი.

image

image

image

ძველი შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ატლანტები სწორედ ნიბურუდან ჩამოვიდნენ დედამიწაზე. აქ, სავარაუდოდ, ატლანტიკის ოკეანეში მდებარე კონტინენტზე, ატლანტიდა დაარსეს. იგივე ჩანაწერების მიხედვით, ატლანტები დედამიწაზე, ოქროს მოსაპოვებლად 445 000 წლის წინ ჩამოვიდნენ. არქეოლოგებმა, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე, მართლაც აღმოაჩინეს საბადო, რომელშიც ოქროს 100 000 წლის წინ მოიპოვებდნენ, ხოლო მოსახლეობა ამ ტერიტორიებზე, მხოლოდ 80 000 წლის წინ გამოჩნდა. შუმერული ქრონოლოგიის მიხედვით, დედამიწის სიახლოვეს, პლანეტა ნიბირუ, ყოველ 3 600 წელიწადში ერთხელ ჩნდებოდა და ოქრო მიჰქონდა. ე. ი. წარღვნა დედამიწაზე, ჩვენს ერამდე, 8 800 წლის წინ უნდა მომხდარიყო.

image

სიტყვა ნიბირუ, შუმერულ ენაზე, “შეხვედრის ადგილს", “გადასვლის ადგილს" ნიშნავს. ძველი ასირიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ერაყი), ნაპოვნი არის შუმერული ცივილიზაციის არტიფაქტი, წრიული ფორმის თიხის ფირფიტა, რომელიც შუმერული ცივილიზაციის დროინდელი, “კოსმოსური ხომალდების მართვის სახელმძღვანელო" არის. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის ასევე შეიცავს ინფორმაციას, შუმერების ღმერთების (შუმერები ატლანტებს ღმერთებად მოიხსენიებდნენ, რადგან მათ ფრენა შეეძლოთ) ნიბირუსზე გაფრენის მარშუტის შესახებ.

პლანეტა ნიბერუ, ძველ შუმერულ ჩანაწერებში, X სიმბოლოთი არის გადმოცემული და მისი ადგილმდებარეობის დადგენა, ამ ჩანაწერების შესწავლით და ცილინდრის ფორმის შუმერული ბეჭდით არის შეიძლება, რომელიც ჩვენს ერამდე, მე-5-ე ათასწლეულით არის დათარიღებული.

ის რომ ნიბირუ შუმერების ფანტაზიის ნაყოფი არ არის და მართლაც არსებობს, უახლესი კვლევებით მტკიცდება: კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაიკლ ბრაუნმა და კონსტანტინე ბატიგინმა წარმოადგინეს, მზის სისტემაში, მე-9-ე პლანეტის არსებობის მტკიცებულება. ეს პლანეტა მზიდან უფრო მეტად არის დაშორებული, ვიდრე პლუტონი. მისი დანახვა ტელესკოპით ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მაგრამ როგორც მეცნიერები ამბობენ, პლანეტის აღმოჩენა შესაძლებელი გახდა, შორეულ კოსმოსში, მცირე ზომის ციურ სხეულებზე დაკვირვებით. მათი მტკიცებით, პლანეტა X-ის მასა, დაახლოებით, 10-ჯერ აღემატება დედამიწის მასას.

მ. ბრაუნის და კ. ბატიგინის კვლევები, დეტალურად, Astronomical Journal-ში არის გამოქვეყნებული.

image

image

5
19265
21-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
19265
  
2019, 12 თებერვალი, 22:32
თუ ვინმე მორწმუნე დაიჯერებს და იტყვის,რომ ატლანტები,ვითომც ნიბირუდან ჩამოსულები,არსებობდნენ და განადგურდნენ, ლოგიკურად, უნდა უარყოფდნენ ბიბლიური წარღვნის არსებობას და მთლიანად ბიბლიასაც და ქრისტიანობას, რადგან ატლანტები ადამის შთამომავლები ვერ იქნებოდნენ;ადამის შექმნა, ქრონოლოგიურად, მერე მოხდა. ვინც დაიჯერებს ატლანტების არსებობას, ღმერთის არსებობა უნდა უარყოს, ხოლო , ვისაც ღმერთის არაებობის უარყოფა არ უნდა, უნდა უარყოს ატლანტების არსებობა.

თუმცაღა, ბიბლიაშიც არის ნახსენები გიგანტები რომლებიც ღმერთმა ღვთისშვილებთან ანუ ადამიანებთან სექსუალურ კავშირში შევიდნენ,რაც ძნელი წარმოსადგენია და ასწავლიდნენ მათემატიკას და სხვა მეცნიერებებს. ამ კონტექტში , ქრისტიანული ლოგიკით გიგანტები არ იყვნენ ადამიანები.მაგრამ მაინც, მოაზროვნეები იყვნენ, ჩვენზე მეტადაც კი, ამიტომაც

არაადამიანური ატლანტების ცივილიზაციის არსებობის დაჯერების შემთხვევაში, ადამ და ევას ბიბლიურ ისტორიას არა ბუნებრივი არამედ ფილოსოფიური, ღრმააზროვანი მნიშვნელიბა უნდა მიენიჭოს.

ადამიანი არაა ბიოლოგიური ორგანიზმის აღმნიშვნელი სიტყვა.
2016, 7 ივლისი, 18:55
კარგია.
2016, 3 მარტი, 18:59
საინტერესო იყო
2016, 3 მარტი, 10:43
მადლობა, გაიხარე
2016, 3 მარტი, 10:42
გავაზიარე.უეწველად
0 1 5