საზოგადოება „გახარიას "გაუბედურებას" ვუყურე ტვ მთავარზე.. მასთან გარიგებას გვთავაზობდა ნიკანორ მელია“ - თაკო ჩარკვიანი 22 ოქტომბერი, 10:03 პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ აქტიურობს და წინასაარჩევნოდ აღარსად ჩანს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. . გახარიას "გაუბედურებას" ვუყურე ტვ მთავარზე, ჰოდა აი "ამასთან" როგორ გვთავაზობდა გარიგებას და პარტნიორობდა ნაცმოს მაშინდელი (ყოფილი) თავმჯომარე ნიკანორ მელია ადგილობრივ არჩევნებში ყველას გახსოვთ ალბათ?! "ასე სჭირდება საქმესო", ესეც გვახსოვს ალბათ, ჰოდა, მე კი ხმის ჩახლეჩვამდე გავყვიროდი :არ ჰქნა ნიკანორ, არაა კარგი საქმე ეგ დამღუპველია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, (როგორც თავად ვთქვა -“ჯიგრულ ქართულ პონტში” მის კორუფციულ საქმიანობას), სირცხვილია თვალებდათხრილ და ჯანმრთელობა დაზიანებულ ადამიანებთან თქო !! არაო, მტრად მომეკიდა “ზოგიერთი” შეგნებულად და მიზანმიმართულად “გარიგებული" პოლიტიკანი…….
.
თაკო ჩარკვიანი ცდებაო, პოლიტიკაში ასეთი გარიგებები მოსულაო….. რას ჰქვიაო - მე ვიცი რასაც ვამბობ პროცესს ასე სჭირდებაო თქვა ნიკანორმა ….
ჰოდა, ა ბატონო ზუსტად სამი საათია გახარია ტვ ეთერში სიტყვებით “ჟონგლიორობს” და უტიფრად და უნიჭოდ დემაგოგობს!!! პროფესიონალურად უტევს დეა მამისეიშვილი, მაგრამ რად გინდა - ჟონგლიორი ჟონგლიორია…… ქვასაც ააგდებს და თავს შეუშვერს, ოღონდ თავისას არა, სხვის თავს შეუშვერს…….
.
სწორედ ამ “ჟონგლიორთან”( ახლო წარსულში) ფეიკ თანამშრომლობით მივიდა პროცესი აქამდე ამ წუმპემდე და ამდენ ხანს იმიტომ “გაჯეჯილდა” ეს “არაქართული ოცნება”, ამიტომ მივიდა პროცესი აქამდე, აი "სიაბანდი და ფეიკ “გარიგებებით, ზის ახლა გახარია ღია ეთერში და ბედავს თქვას: “კითხვებს ნუ მისვამთ ჩემი პრემიერობის პერიოდზეო, რაც ვქენით და “ჩავიდინეთ” ასე იყო საჭირო ბატონოო”.
ჰოდა, მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ არ მოსულა არა, ბინძური გარიგებები, ასეთ ბინძურ გარიგებებს ცუდი შედეგი მოაქვს, როგორი?? აი ასეთი ბატონებო !!
ახლა ნახეთ ვინ არის თვალთხარია???? აქამდე არ იცოდით კაცო?!
როგორც ჩემი მეზობელი ძია ვასო იტყოდა :
მაშ “მტყუნის”?!
.
* * *
“მე სიტყვის კაცი ვარ” -მამუკა ხაზარაძე ( წლის ხუმრობაა-ანეგდოტია)
ახლა კი სერიოზულად ვიტყვი : კი ბატონო ყველას მიეცით ხმა, თქვენი საქმეა არ ვიცი ყველას ვისაც გნებავთ ( ნუ რუსულ ანუ “ქართულ ოცნებას” არა ცხადია,
რადგან პირდაპირი მნიშვნელობით საქართველოს სიკვდილია)
ოპოზიციიდან კი, აი ამ “სიტყვის მევახშეს” 30 წლიან სახელმწიფოსთან შეზრდილ წურბელას, უტიფარი ელისაშვილის პარტნიორ ხაზარაძეს არ მისცეთ ხმა, ვფიქრობ არ დაიბნევა ხალხი, კატასტროფაა, სიცრუეა, დაცემაა და კიდევ ერთი დიდი და დამღუპველი ტყუილია სამომავლოდ!
არ შემოუშვათ პოლიტიკაში მსხვილად არ უნდა შემოვიდეს, დაიმახსოვრეთ -არამც და არამც -- წერს თაკო ჩარკვიანი
.
574 1-ს მოსწონს
|