საზოგადოება
"ჭირისუფალმა კარისკენ მიუთითა და მიაძახა:.........."- რას წერს მეგი გოცირიძე
21 ოქტომბერი, 14:36
ყოფილი პარლამენტარი მეგი გოცირიძე საკუთარ გამომწერებს ერთ ისტორიას უზიარებს, რომელიც "იმედის ფაქტორის" ერთ-ერთ წამყვანს, მაგდა ანიკაშვილს უკავშირდება:
"საერთო ახლობლის სამძიმარზე შედის მაგდა სიმონიან -ანიკაშვილი და ახლობელი ეუბნება: "ეგ სახე მინდა აგახიო, სტუდიაში რუსქოცები რომ გისხედან და, ბედნიერი სახით შესციცინებ"-ო და მაგდალენა სიმონიანის პასუხი: ნუ გეშინია, ჩემი სახის მიუხედავადაც შეგათრევენ გეიევროპაშიო, რა დროსაც ჭირისუფალმა კარისკენ მიუთითა და მიაძახა:"შტერი მეგონე, მტერი ყოფილხარ, ჩემი შვილების პირადი მტერი და მამაჩემის ( ვისი პანაშვიდიც იყო ) სულის წამბილწავი, ვის სხეულშიაც ბოლომდე ვერ ამოცლილი ტყვიაა, არა ევროპის მიერ ნასროლი გაგრაში, არამედ იმ ღორების მიერ ნასროლი, ვისაც ბოდიშს უხდი, შე ნაგავო"- ძლივს დაწყნარდა, როცა აუხსნეს, რომ მაგდა სიმონიანი უკვე წასული იყო და აღარასოდეს გაიხედავდა იმ ახლობელი ოჯახისკენ, საიდანაც ჭირისუფალმა გააგდო მაწანწალა ძაღლივით" - წერს მეგი გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.