x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ეკუთვნოდა თუ არა საქართველოს ქალაქი სოჭი და რა პერიოდში?
imageხშირად გაგვიგია კერძო საუბრებში და საჯაროდაც, (მათ შორის ცნობილი პირების მიერ)რომ სოჭი საქართველოს ეკუთვნოდა და რუსებმა წაგვართვეს, თუმცა საკითხი ბევრად უფრო პროზაულია.ამისთვის აუცილებელია გავეცნოთ ქალაქ სოჭის ისტორიას.



ანტიკური ხანა


სოჭის მიდამოებში ადამიანის საცხოვრებლის უძველესი კვალი 400-350 ათასი წლის წინ გაჩნდა. დიდი ალბათობით, მათ აქ კოლხეთის გავლით შეაღწიეს მცირე აზიიდან. იმდროინდელი სადგომები აღმოაჩინეს ახშტირსკაიაში, მალაია ვორონცოვსკაიაში, პირველი და მეორე ხოსტინსკაიას გამოქვაბულებში და აცინსკაიას გამოქვაბულში.


პირველი დოკუმენტური მტკიცებულება თანამედროვე სოჭის მიერ დაკავებული რეგიონის მცხოვრებთა და მათი მეურნებობის შესახებ გვხვდება ისეთი უძველესი ავტორების ნაშრომებში, როგორებიცაა ჰეროდოტე, არისტოტელე, სტრაბონი, დიონისე და სხვები. ძვ.წ ე. შავი ზღვის სანაპიროს ეს რეგიონი დასახლებული იყო ტომთა კონგლომერატით, რომლებიც ცნობილია როგორც ჰენიოხები-უძველესი დროიდან კოლხეთის სამეფოს სანაპიროზე მეზობლად მოსახლე ტომები, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ.



ეტიმოლოგია


ქალაქმა სოჭმა მიიღო სახელი მდინარე სოჭიდან, რომელიც ქალაქის შუაგულიდან ჩაედინება შავ ზღვაში. ვარაუდობენ, რომ მდინარის სახელი ნასესხებია აფხაზურ-ადიღეური ენებიდან, რადგან სწორედ ამ ენებზე ლაპარაკობდნენ აბაზები(აფხაზების შთამომავლები), უბიხები და ადიღეები (ჩერქეზები), რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ ამ რეგიონებში. თუმცა სახელის ზუსტი მნიშვნელობა დღემდე კამათის საგანია.


პირველად „სოჭთან“ მიახლოებული სახელი 1641 წელს მოიხსენია თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებმა, რომელმაც აღწერა კავკასიის სანაპიროზე მცხოვრები ტომები სადშე (თურქ. Sadşe) და სუჩა (Suça) დაახლოებით ამ ადგილას. ამრიგად, დიდი ალბათობით, სახელწოდება „სოჭი“ მომდინარეობს ერთ-ერთი აფხაზ-ადიღეური ტომის სახელიდან, რომელმაც დიდი ხანია შეწყვიტეს არსებობა.


მეორე ვერსიით "სოჭი" სახელი წამოსულია ქართული ენიდან, -მერქნიანი ხის სახელი

ფიჭვისებრთა ოჯახიდან.



პირველი დასახლებები და ქალაქად ჩამოყალიბება



დასახლება დაფუძნდა 1838 წელს, სახელწოდებით ალექსანდრია (შემდგომში ნავაგინსკის სიმაგრე). 1854 წელს ყირიმის ომის დროს დასახლება რუსეთის იმპერიის ჯარებმა დატოვეს.


1864 წლის 25 მარტს ტერიტორიის თავიდან დაპყრობის შედეგ, დახოვსკის რაზმის პატივსაცემად ეწოდა დახოვსკი (პოსტ-დახოვსკი). 1866 წლიდან იწყება რეგიონში კოლონისტების ჩასახლება. თავიდან იმპერია ცდილობდა ადგილზე რუსებისა და კაზაკების ჩამოსახლებას, თუმცა უშედეგოდ. ტრამალებს შეჩვეული რუსები ძნელად სახლდებოდნენ ზღვისპირეთში. ამიტომ რუსეთი შეუდგა ამ ტერიტორიებზე უკრაინელების, ესტონელების და მოლდაველების ჩასახლებას.


1874 წლისათვის დახოვსკში 15 სამოქალაქო ოჯახი ცხოვრობდა, დანარჩენი სამხედროები იყვნენ. 1876 წლიდან აქ მრავლდება მოსახლეობა, თურქეთიდან გადმოდიან დევნილი ქრისტიანი ერები ბერძნები და სომხები. სწორედ ამ დროს გადაარქვეს სახელი დახოვსკის და დაარქვეს სოჭი.


XIX საუკუნის მიწურულს აქ ქართველებმა დაიწყეს ჩასახლება, განსაკუთრებით მეგრელები და რაჭველები. რაჭველები ვერ შეეგუენ ზღვის სანაპიროს და მთაში დასახლდნენ სოფელ პლასტუნკაში.


სოჭი


1896 წელს სოჭს მიენიჭა ქალაქის სტატუსი, და გახდა შავიზღვისპირეთის გუბერნიაში შემავალი სოჭის ოკრუგის ცენტრი. ამ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები იყვნენ. 1904 წელს ალექსანდრე ერმოლოვმა, რომელიც იყო მიწათმოქმედებისა და ქონების მინისტრი, სთხოვა რუს მეწარმეებს ჩაედოთ ინვესტიციები რეგიონის განვითარებაში.


სოჭის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა


ეს იყო თვითგამოცხადებული პოლიტიკური ერთეული და მუშათა და გლეხთა სოციალისტური თვითმმართველობა, რომელიც ჩამოყალიბდა 1905-1907 წლების რევოლუციის დროს თანამედროვე ქალაქ სოჭის ტერიტორიაზე.


1905 წლის რევოლუციური აჯანყების შედეგად ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის რესპუბლიკა. იგი არსებობდა 1905 წლის 28 დეკემბრიდან 1906 წლის 5 იანვრამდე. ძალაუფლების ხელში ჩაგდების სტიმული იყო აჯანყება სოჭის ცენტრალურ და ხოსტინსკის რაიონებში. შეტაკებები მოხდა რიცხობრივად უფრო მეტი სოციალ-დემოკრატებსა და მეფის მთავრობის - პოლიციასა და სასაზღვრო გარნიზონს შორის სოჭის ოლქის უფროსის ვ.ი. როზალიონ-სოშალსკის ხელმძღვანელობით.


სოჭს შეუერთდნენ გაგრის მეამბოხე რაზმები: ა.ლ.ჯაიანია, ს.დ.ძიგუა, გ.კ.გელენოვი, დ.დ.გიბალაია, ს.ა.კუბლაძე, ტ. ხუბუა, რ.ი.წოწერია, ი.ო.ჩაჩავა, ფ.ა.ოლესენკევიჩი, გ.ს.ჩერემუშკინი; ადლერიდან: მ. დ ჩაჩიბაია, კ.ტ. ვეიდია, ხოსტიდან მ.რ.ხაბულავა, ე.უ.ხურცია, ს.ე.ერმოლოვი, ა.ს.ტარანენკო, ვ.მ.ჩერნიაევი და სხვები . პროგრამის ბროშურა დაწერა რსდმპ ბათუმის კომიტეტის წევრმა და სოჭის საბჭოს დეპუტატმა ნ.ნ. კონიაევმა.



სოჭში შეიარაღებული აჯანყების მოთავე და ქალაქის რევოლუციური მმართველობის („სოჭის რესპუბლიკის“) ერთ-ერთი ლიდერი იყო ავქსენტი გვათუა.


საქართველოსთან მიერთება


სოჭის რეგიონში რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ არამდგრადი ვითარება სუფევდა. 1918 წლის 17 მაისამდე სოხუმში ძალაუფლება ბოლშევიკებმა აიღეს. რის შემდეგაც ამიერკავკასიის სეიმმა გამოგზავნა სახალხო გვარდია ვალიკო ჯუღელის მეთაურობით და გაანთავისუფლა სოხუმი. ამის შემდეგ 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. იმავე წლის ივნისის თვეში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთი სოჭიდან ბოლშევიკების მხარდაჭერით კვლავ დაიკავეს გუდაუთა, გაგრა. იმავე წლის ივნისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლშევიკებისაგან გასათავისუფლებლად გზავნის გიორგი მაზნიაშვილს, რომელიც 28 ივნისს გაგრას ათავისუფლებს ბოლშევიკებისაგან. აღნიშნულიდან რამდენიმე დღით ადრე 24 ივნისს აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავჯდომარემ ვარლამ შერვაშიძემ მიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას რათა მათ გაენთავისუფლებინათ სოჭის რეგიონი ტუაფსეს ჩათვლით, რადგანაც აღნიშნული უკონტროლო რეგიონიდან მოდიოდა მუდმივი საფრთხე უკონტროლო შეიარაღებული ჯგუფებისაგან.


1918 წლის 7 ივლისიდან 1919 წლის 6 თებერვლამდე სოჭის ოლქი და ქალაქ სოჭი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. სოჭის კონფლიქტის შედეგად საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ.


ბოლშევიკებისგან სოჭის დაბრუნება


სამოქალაქო ომის დროს ქალაქი მონაცვლეობით გადადიოდა ბოლშევიკების, დენიკინელების, ქართული-მენშევიკური მთავრობისა და შავი ზღვის გუბერნიის განთავისუფლების კომიტეტის ქვეშ. ქალაქ სოჭის რუსეთის შემადგენლობაში დე ფაქტოდ შენარჩუნდა 1918 წლის შემოდგომიდან - 1919 წლის ზამთრამდე გენერალა.ი დენიკინის მოხალისეთა არმიის ქვედანაყოფების სამხედრო მოქმედებების შედეგად, რომლებმაც დაიბრუნეს ქალაქი სოჭი.


1920 წლის 29 აპრილს ქალაქში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.


სოჭის განვითარების გარდამტეხი ეტაპი დადგა 1925 წლის 26 მაისს, როდესაც მას ეროვნული მნიშვნელობის კურორტის სტატუსი მიენიჭა და დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

0
510
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0