x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მართლაც დაუჯერებელია და თავი სიზმარშიც მგონია. წაიკითხეთ, გაიზიარეთ და გადაეცით ეს ინფორმაცია"- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მისი მისამართით განხორციელებულ სატელევიზიო ბლოკადას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ მიზეზებს ასახელებს თუ რატომ ექნა მასა და მის პარტიას სატელევიზიო პატიმრობა მისჯილი:


"ყურადღება! ყურადღება! ყურადღება!


ოლიგარქთან პირდაპირი შეთანხმებით, ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო დაბლოკვასთან დაკავშირებული საკოორდინაციო სამუშაოები დაკისრებული აქვს ნიკა გვარამიას. მასვე ევალება არ დაუშვას ჩვენი გამოჩენა მის კუთვნილ -მთავარ არხზე და აკონტროლოს ამ ბლოკირების პროცესი ხაზარაძის ტვ-პირველსა და სააკაშვილის ფორმულაზე, ასევე ცოცხალ-მკვდარ აქუბარდიასთნაც. ამ ყველაფერში დადებულია მილიონები და საბოლოოდ დაგეგმილია ივანიშვილის გადამრჩენი რომელიმე, ვითომ ოპოზიციური ფიგურის გაპრემიერება, ეს გილაური იქნება თუ ზურაბიშვილი.


მოკლედ, მე 30 წელია გამივლია არაერთი ღვთის პირიდან გადავარდნილი რეჟიმის დიქტატურა, მაგრამ ამგვარი სატელევიზიო პატიმრობის მოსჯა ჩვენთვის ვერავინ მოახერხა. ეს მართლაც დაუჯერებელია და თავი სიზმარშიც მგონია ზოგჯერ. წაიკითხეთ, გაიზიარეთ და გადაეცით ეს ინფორმაცია ყველას, ვინც ინტერესდება, თუ რატომ არ ვჩანვართ ტელევიზიებში. გვიყურეთ ფეისბუქის, იუთუბის, ტიკ-ტოკის საშუალებით. ბოროტება მაინც დამარცხდება"- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.








0
363
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
363