x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დედა-შვილის ერთობლივმა შიშველმა ფოტოსესიამ სიძულვილის ტალღა გამოიწვია
imageმომხმარებლებმა გააკრიტიკეს სუპერმოდელის ოჯახური გაშიშვლების ტრადიცია.


ჰეიდი კლუმი ხშირად ჩნდება რეკლამებში 20 წლის ქალიშვილ ლენისთან ერთად.


გოგონა ცნობილი დედის კვალს გაჰყვა და გახდა პროფესიონალი მოდელი.


დედა და ქალიშვილი კომპანია Intimissimi-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის თვალწარმტაც თეთრეულის კომპლექტებში პოზირებდნენ.



აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საოჯახო დუეტს სანახაობრივი გადაღებებისთვის იყენებს.


თუმცა, ამჯერად ჰეიდი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს ოჯახური გაშიშვლების გამო.


სუპერმოდელს მოუწია კომენტარების გათიშვა თავის ბლოგზე, რათა თავიდან აეცილებინა ნეგატური ტალღა, რომელიც მას დაატყდა, მაგრამ მომხმარებლებმა დისკუსია განაგრძეს კომპანია Intimissimi-ის ეკაუნტზე.


"რომელი ნორმალური დედა პოზირებს ქალიშვილთან ერთად საცვლებში?" — როგორც ჩანს, ეს კითხვა ბევრს აწუხებდა.


ვიდეორგოლი იწყება ლენისა და მისი დედის დივანზე ჩახუტებით, აჟურიანი საცვლების ფონზე აცვიათ მაისურები. შემდეგ ლენიმ რეტრო ფოტო კამერა ამოიღო და დედამისს სურათების გადაღება დაუწყო.

image

მომდევნო ფოტოზე წყვილი დივანზე მხოლოდ საცვლებით არიან.

image

"გოგო, ეს შენი დედაა", - დაუწერა ერთ-ერთმა კომენტარში.


მომხმარებელთა უმეტესობა, რომელიც აკრიტიკებს ფოტოსესიას, თანხმდება, რომ დედა-შვილის ერთად ხილვა ასეთ სექსუალურ რეკლამაში უკიდურესად უხერხულია.



გერმანელი სუპერმოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი ჰეიდი კლუმი მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ მოდელად ითვლება.

მისი კარიერა დაიწყო 1992 წელს, როდესაც მან მოიპოვა მთავარი პრიზი თომას გოტშალკის Late-Night-Show-ში. 18 წლის სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა 25 ათას კონკურსანს შორის და პრიზად სამოდელო სააგენტოსთან 300 000 დოლარად გააფორმა კონტრაქტი. სკოლის დამთავრების შემდეგ მან მიატოვა დიუსელდორფში მოდის დიზაინზე სწავლა და სამოდელო კარიერას განაგრძო. 1993 წლიდან კლუმი აშშ-ში ცხოვრობს.


ჰეიდი კლუმმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა 1998 წელს, როდესაც მისი ფოტო საცურაო კოსტუმში გამოქვეყნდა ამერიკული ჟურნალის Sports Illustrated-ის გარეკანზე, რომლის ტირაჟი აშშ-ში 20 მილიონს აღწევს, გარდა ამისა, კლუმი გახდა Victoria's Secret-ის ერთ-ერთი წამყვანი მოდელი და ერთ-ერთი "ანგელოზი".ასევე იგი გამოჩნდა პოპულარული ჟურნალების, Vogue-ს და ELLE-ს გარეკანზე. თუმცა კლუმი არასოდეს ეკუთვნოდა იმ მოდელების ჯგუფს, რომლებიც პოდიუმზე პარიზში, მილანსა თუ ნიუ-იორკში გამართულ დიდ ჩვენებებზე დადიოდნენ.

0
312
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0