x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ქვეყანა გაქრა" - რუსეთის დუმის სპიკერმა ფილმი "ინტერგოგონა" საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულა
imageსახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ფილმი "ინტერგოგონა " საბჭოთა კავშირის დაშლას დაუკავშირა.


ვოლოდინმა შესაბამისი განცხადება პარლამენტის ქვედა პალატის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.წერს გამოცემა LIFE.ru


„და თქვენ ნახეთ, როგორ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლა? ჯერ კიდევ სკკპ ცენტრალური კომიტეტის დროს. 1989 წელს გამოვიდა ფილმი "ინტერგოგონა". ყველამ ტაში შემოკრა, კინოთეატრებში რიგები იყო. ცენტრალური კომიტეტის მდივნები დადიოდნენ და ფილმს ნახლობდნენ. შედეგი არის ის, რომ ქვეყანა გაქრა“, - განაცხადა ვოლოდინმა.

image



შეგახსენებთ, პეტრე ტოდოროვსკის ორნაწილიანი მხატვრული ფილმი გადაღებულია ვლადიმერ კუნინის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.


საბჭოთა კავშირის და შვედეთის ერთობლივი ფილმი პერესტროიკის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია, იგი 1989 წელს საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერი გახდა. პრემიით დაჯილდოვდა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე იმავე 1989 წელს.

image

ფილმის პრემიერა შედგა 1989 წლის იანვარში და სულ 40-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა.


ფილმი მოგვითხრობს სავალუტო მეძავზე, (მთავარ როლში ელენა იაკოვლევა) რომელიც ოცნებობს გათხოვებაზე და საზღვარგარეთ წასვლაზე.


ფილმი ერთ-ერთი პირველი იყო სსრკ-ში, რომელიც შეეხო ტაბუდადებულ თემებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი საბოლოოდ ზნეობრივად საკმაოდ სუფთა გამოდგა, არსებული სისტემის გამოწვევა აშკარად ჩანდა.

0
258
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0